ბიჭი, რომელსაც ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

ბი

გიგა დაუშვილს, რომელსაც ეძებდნენ გარდაცვლილი იპოვეს. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ახლობლები ავრცელებენ.

"ჩემო გიგა როგორ დავიჯერო ეს ამბავი" 

"განსაკუთრებული იყო, ალბათ ბანალურად ჟღერს, მაგრამ ამავდროულად ყველაზე რეალურად ასახავს მის ბუნებას. არ შეეძლო, უცხოდ დარჩენილიყო – ყველას მეგობარი ხდებოდა, ყველას გულში იდებდა ადგილს. ჩემთვის კი არა მხოლოდ ძმა იყო, რაღაც სხვა იყო, "გიგა" იყო, რითაც ყველაფერი ნათქვამია.

ის, ვინც მას არ იცნობდა, უნდა იცოდეს – არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ სამყაროს სიყვარულისთვის, სიცილისთვის და სიკეთისთვის მოევლინენ. ის ერთ-ერთი ასეთი იყო.

და რადგან ასეთი ადამიანები არასდროს ქრებიან, ის აქ არის, ჩემში, ყველა იმ მოგონებაში, სადაც თბილი შეხება და მისი ბოხი ხმა ცოცხლობს: „მარ, ჩემო ლამაზო…“,-წერს ახლობელი. 

ცნობისთვის,  9 თებერვალს თბილისში 24 წლის გიგა დაუშვილი დაიკარგა და ის საწმუხაროდ გარდაცვლილი იპოვეს.