„დღეს ვზეიმობთ ჩვენს სიმტკიცეს, ამბიციას და იმ უსაზღვრო მწვერვალებს, რომლებსაც მივაღწევთ“ - ნუცა ბუზალაძე

ნუცა ბუზალაძე

ნუცა ბუზალაძე ქალებს ქალთა საერთაშორისო დღეს ულოცავს. ამის შესახებ ნუცა სოციალურ ქსელში წერს.

„გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს ყველა დაუმარცხებელ, ძლიერ და ბრწყინვალე ქალს! დღეს ვზეიმობთ ჩვენს სიმტკიცეს, ამბიციას და იმ უსაზღვრო მწვერვალებს, რომლებსაც მივაღწევთ. გავაგრძელოთ ბარიერების გარღვევა, ერთმანეთის მხარდაჭერა და ერთად წარმატებისკენ სვლა. ჩვენი დრო ახლაა, და ჩვენ ყველაფერს შევძლებთ!“ – წერს ნუცა ბუზალაძე.