1741932481
„ლეგენდასთან ერთად“ – ნუცა ბუზალაძე დევიდ ფოსტერთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

მომღერალი ნუცა ბუზალაძე კანადელ მუსიკალურ პროდიუსერთან დევიდ ფოსტერთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს.
,,ლეგენდასთან ერთად” – წერს მომღერალი ,,ინსტაგრამზე”.
შეგახსენებთ, რომ ნუცა ბუზალაძე „გრემის“ დაჯილდოების ცერემონიას სტუმრობდა და უამრავი ფოტო გაუზიარა გამომწერებს. ქართველ მომღერალს ოქროსფერი, მბზინავი დეტალებით გაფორმებული ულამაზესი კაბა ეცვა. „დღე, რომელსაც დიდხანს ველოდი…“, – წერდა ნუცა ბუზალაძე.
View this post on Instagram