მთავრობაში ცვლილებებია - ამ წუთებში ირაკლი კობახიძის ბრიფინგი მიმდინარეობს
1743577348
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო 2-4 აპრილს ბრიუსელში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას დაესწრება. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა განაცხადა.
„რუბიო დაესწრება NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, სადაც განიხილავენ ალიანსის უსაფრთხოების პრიორიტეტებს, მათ შორის, მოკავშირეების მიერ თავდაცვითი ინვესტიციების გაზრდას და უკრაინაში მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფას. სახელმწიფო მდივანი ასევე განიხილავს ჩინეთის საერთო საფრთხეს ევროატლანტიკური და ინდო-წყნარი ოკეანის ალიანსებისთვის“, – ამბობს ბრიუსი.
როგორც პრესსპიკერმა აღნიშნა, შეხვედრის დროს საუბარი ასევე შეეხება ზაფხულში ჰააგაში დაგეგმილ NATO-ს სამიტს.