1738930726
ლოცვა, რომელიც მწუხარების დროს, ღვთისმშობლის ხატთან უნდა წაიკითხოთ
![xati xati](https://primetime.ge/uploads/files/2025/02/06/111463/ghvtismshoblis-khati_w_h.jpeg)
7 თებერვალს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის - "დაშრიტე მწუხარება ჩემი" ხსენების დღეა.
ევედრებიან ხორციელი სნეულების და მწუხარების დროს; ასევე ცოდვილ ვნებათა აღელვებულ გულთა დასამშვიდებლად.
ლოცვა
ყოველთა მკვიდრთა ქუეყანისათა სასოებაჲ ხარ შენ, ყოვლადწმიდაო დედუფალო ღვთისმშობელო, ნუგეშინისმცემელო ჩემო! ნუ უგულებელს-მყოფ მე ცოდუილსა და ნუცა კადნიერთა ლოცუათა ჩემთა - უღირსთა ბაგეთა ჩემთაგან, არამედ, გევედრები, ცეცხლი ცოდუილთა ვნებათა ჩემთანი დაშრიტე და სინანულითა აღმადგინე, სულიერნი და ხორციელნი სნეულებანი განკურნენ, დედუფალო, ბოროტთა ზედამოსლვანი შემუსრენ, ყოვლადწმიდაო, და ტვირთი ცოდუათა ჩემთან აღმიმსუბუქე, ყოვლადსახიერო, და დაშრიტე მწუხარებაჲ შემუსვრილისა გულისა ჩემისაჲ, რამეთუ შენ ხარ აღმოყუანება კაცთა და მწუხარებათა შინა ნუგეშინისმცემელი, რაჲთა აურაცხელთა მოწყალებათა შენთათვის, ვიდრე უკანასკნელად აღმოფშვინვად ჩემდამე, გადიდებდე შენ, უფროსადკურთხეულო, ამინ!