1742155439
„უმძიმესი დღეა ჩემს ცხოვრებაში... აქ მარტო როგორ დამტოვე...“- ნუცა ცისკარიშვილი ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს

ქართველი მწერლის ოტია იოსელიანის შვილიშვილის მეუღლე, ბლოგერი ნუცა ცისკარიშვილი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ოჯახურ ვიდეოებს და კადრებს. ამჯერად იგი აქვეყნებს ემოციურ ვიდეოს სადაც წერს, რომ 15 მარტი მისი მამის გარდაცვალების დღეა:
„ყოველთვის ვცდილობ ჩემი ტკივილი და დარდი ჩემთვის შევინახო ხოლმე.. ამდენი წელია ჩემი მეგზურები მომყვებით და არასოდეს დამიმძიმებიხართ ჩემი ისტორიებით.. მაგრამ მამის დარდს მაინც ვერა და ვერ ვუმკლავდები. დღეს პაპას საფლავზე პირველად მივიყვანე დაჩი, მამიკოს გოგოებს უკვე შვილები ჰყავთ და ალბათ სადღაც ზემოთ ხარობს მისი სული. ეს კი მისი ერთ-ერთი საყვარელი სიმღერა იყო რომელიც ბოლოს ეყენა ტელეფონზე და სულ მის თავს მახსენებს..
- დღეს უმძიმესი დღეა ჩემს ცხოვრებაში.
2012 წლის 15 მარტს მამაჩემს გულმა უღალატა. 16 წლის ვიყავი. ღამის 11 საათი იქნებოდა, საწოლის კიდესთან ფეხებთან ვეჯექი მძინარე მამას და წიგნს ვკითხულობდი. ისეთი მშვიდი საღამო იყო - ვერავინ იფიქრებდა რამხელა ტრაგედია და სიმწარე მელოდა იმ ღამეს უცებ მამამ ძილში ხრიალი დაიწყო და 15 წუთში დასრულდა მისი წუთისოფელი. ჩემი პატარა დები და ბებოც იქვე იყო, შეესწრნენ ამ ცხოვრების უსამართლობას - მამა 48 წლის იყო. ეჰ.. ცხოვრება კი გაგრძელდა, მაგრამ მენატრები, მიყვარხარ და მეყვარები ბოლო წუთამდე! მაგრამ! მაგრამ იცოდე ოდესმე მაინც მოგიწევს იმის ახსნა აქ მარტო როგორ დამტოვე!“, - წერს ნუცა ცისკარიშვილი.
View this post on Instagram