„მაგარ კაცს შეიძლება რამდენიმე ქალიც ჰყავდეს, მაგრამ ამას ვერც ერთი ქალი ვერ წარმოიდგენს და ვერ დარჩება ნაეჭვიანები“ - ნუცა შანშიაშვილი ეჭვიანობაზე

nutsa shanshiashvili

ამერიკაში მცხოვრები მუსიკოსი, შემსრულებელი ნუცა შანშიაშვილი დიდხნიანი პაუზის შემდეგ სოციალურ ქსელში „იუთუბის“ არხით დაბრუნდა.

მომღერალი ეჭვიანობის მსხვერპლის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ქალის და კაცის ურთიერთობაში, ნამდვილი კაცი არასოდეს გაეჭვიანებს

„ადამიანი, რომელიც ერთხელ გაეჭვიანებს ეს შეიძლება იყოს სიტუაციიდან გამომდინარე, ან შეიძლება შენ მოგეჩვენოს, რადგან ძალიან გიყვარს, თუმცა როცა ადამიანი იმ შეცდომას იმეორებს და რამდენჯერმე გაეჭვიანებს, იგი მანიპულატორი ადამიანი“, - ამბობს ნუცა შანშიაშვილი.