პაპუაშვილი

პოლიტიკა 1721979702

ადამიანები, რომლებიც ქსენოფობიის დონემდე მისულ ისტერიას თესდნენ, დღეს რუსეთთან ღვინით და ვაშლით ვაჭრობაზე და რუსი ტურისტებისგან მიღებულ სარგებელზე ალაპარაკდნენ - პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილმა რუსეთისთვის სანქციებთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში რადიკალური ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკაზე ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა ამ თემაზე მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა განცხადება. მან საზოგადოებას გაახსენა ის განცხადებები, რომლებსაც ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები სანქციებთან დაკავშირებით აკეთებდნენ.„ბოლო პერიოდში ვხედავთ რადიკალური ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკას საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთისთვის სანქციების არდაწესების პოლიტიკის მიმართ. ადამიანები, რომლებიც ქსენოფობიის დონემდე მისულ ისტერიას თესდნენ, დღეს რუსეთთან ღვინით და ვაშლით ვაჭრობაზე და რუსი ტურისტებისგან მიღებულ სარგებელზე ალაპარაკდნენ. ცხვრის ქურქის მოსხმის ეს ტაქტიკა ოპოზიციის მხრიდან ახალი არაა, ეს მათი ნირი და წესია. არჩევნების მოახლოებასთან ერთად დადგა მომენტი, როდესაც მათ მოუწევთ, რომ მოსცილდნენ საკუთარ ფეისბუკ-გვერდებს, გამოვიდნენ საკუთარი ტელევიზიების სტუდიებიდან და ხალხს დაელაპარაკონ.და განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ კახელები პასუხს მოსთხოვენ ოპოზიციას ღვინის შეგინებისთვის? განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ აჭარლები პასუხს მოსთხოვენ ოპოზიციას ტურისტებისთვის კვერცხების დაშენისთვის? განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ ქართველები, ვისაც რუსეთში ოჯახის წევრები ჰყავთ, პასუხს მოსთხოვენ ოპოზიციას აეროპორტის პიკეტირებისთვის? დაბოლოს, რომელ ქალაქშიც, რომელ სოფელშიც და რომელ უბანშიც არ უნდა მივიდნენ, განა გასაკვირია, რომ მათ პასუხს მოსთხოვენ იმისთვის, რომ ხალხს ომისთვის, ნგრევისთვის და სიკვდილისთვის სწირავდნენ? ხალხის რისხვის პირველი ტალღა მათ ამ დღეებში უკვე მიიღეს. დაინახეს, რომ ხალხი ხელისუფლების წინდახედულ პოლიტიკას უჭერს მხარს და სწორედ ამიტომ არის, რომ ახლა ყველა ვინც ომში მიგვაქანებდა მშვიდობაზე ალაპარაკდა, ყველა ვინც ქართველ გლეხებს და მეწარმეებს გაკოტრების გზაზე დაყენებას უპირებდა, დღეს რუსეთთან ვაჭრობაზე ალაპარაკდა. მაგრამ ქართველმა ხალხმა მათი ფარისევლური სახე დიდი ხანია ამოიცნო.ბოლო ორი წელი საუკეთესო ლუსტრაცია იყო იმისთვის, თუ სად დგება ოპოზიცია კრიტიკულ მომენტებში. დრომ დაადასტურა, რომ არც ერთ საბედისწერო მომენტში ოპოზიციას და მათ არასამთავრობო ორგანიზაციებს ქართველი ხალხის მხარე არ დაუჭერია. ყოველ ჯერზე ისინი უყურებდნენ არა იმას, თუ რა სჭირდებოდა ჩვენს ხალს, არამედ იმას თუ რას სჭირდებოდათ სხვებს და რომელ სიტყვად თუ ნაბიჯს შეუქებდნენ გარედან. ამიტომ დარწმუნდა ყველა, რომ ერთი რამ გარანტირებულია, თუკი ოპოზიცია შეძლებს ერთი გრამი ძალაუფლების ხელში ჩაგდებასაც კი, საქართველო დაუბრუნდება კვლავ ომების და ნგრევის ქაოსს, რომლიდანაც, როგორც იქნა ეს ქვეყანა დავიხსენით, 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობის პერიოდი შევქმენით და ხალხს ამოსუნთქვის და განვითარების შესაძლებლობა მივეცით. დღეს ოპოზიციას და მათ ენჯეოებს აღარ უნდათ გაიხსენონ, თუ სად მიაქანებდნენ ამ ქვეყანას უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში, თუმცა მათი ღალატის ისტორიას საჯარო არქივები ინახავს და არც ორი წელია ისე დიდი დრო, რომ ხალხს მივიწყებოდა. ყველას გვახსოვს რისგან შედგებოდა საქართველოს ნგრევის სანაცვლოდ უკრაინის დახმარების მათეული ხედვა, მათ მიერ ინიციირებული კანონების და რეზოლუციების პროექტებიც, რომლებიც დღესაც პარლამენტშია და არ გაუწვევიათ, ამის დასტურია. გეტყვით ჩამონათვალს, თუ რა იყო მათი ხედვა.ეს იყო: სამხედრო დახმარება, მოხალისე მებრძოლების გაგზავნა უკრაინაში და უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება და მეორე, სანქციების დაწესება, კერძოდ, საჰაერო სივრცის ჩაკეტვა რუსეთისთვის, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აკრძალვა, სავიზო რეჟიმის შემოღება , რუსეთის მოქალაქეებისთვის დასაქმების აკრძალვა, რუსული სანომრე ნიშნებით შემოსვლის აკრძალვა, საოკუპაციო მოსაკრებლის დაწესება. თითოეულ ამ საკითხზე შეგახსენებთ თუ როგორი პოზიცია ჰქონდა მაშინ ოპოზიციას და რას ითხოვდნენI. სამხედრო დახმარება, მოხალისეების გაგზავნა უკრაინაში. ომის პირველივე დღეებში ოპოზიცია უკრაინის ხელისუფლებასთან შეთანხმებით ითხოვდა საქართველოს მთავრობისგან ჩარტერულ რეისზე თანხმობის მიცემას, რაზეც მთავრობამ უარი განაცხადა.შეგახსენებთ ზოგიერთ განცხადებას: გიგა ბოკერია: „ქართველი მოხალისეებისთვის უკრაინაში დასახმარებლად გამგზავრებაზე ხელის შეშლა პუტინის რუსეთის პირდაპირი მხარდაჭერაა. ამიტომ, ახლა ჩვენი მთელი ძალისხმევა უნდა იყოს სვლა ვადამდელ არჩევნებზე“. ნიკა გვარამია: „მაშინ, როცა ცივილიზებული სამყარო ცას უკეტავს რუსეთს, ჩვენ ცას ვუკეტავთ უკრაინას. ვიდრე ასეთი მუხანათების მძევლები ვართ, ჩვენი ადგილი არ არის თავისუფალ სამყაროში“. თინა ხიდაშელი: „მოხალისეს, როდესაც არ უშვებ ფრონტზე - ეს არის პოლიტიკური არჩევანი.“ ნიშანდობლივია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ დროს შეეძლო დაეტოვებინა საქართველო რეგულარული ავიარეისით, ან თუნდაც სახმელეთო გზით, რატომღაც იყო დაჟინებული მოთხოვნა, როგორც რადიკალური ოპოზიციისგან ისე გარე აქტორებისგან, რომ სპეციალურად ამ მიზნით შესრულებულიყო ჩარტერული რეისი, რომელზეც იქნებოდა მთავრობის საგანგებო თანხმობა. რა თქმა უნდა, ეს აჩენს ეჭვს, რომ მიზანი იყო არა იმდენად რამდენიმე ათეული მოხალისის ომში ჩართვა, არამედ ის, რომ წარმოჩენილიყო სურათი, სადაც თბილისის აეროპორტიდან აფრინდებოდა საქართველოს ხელისუფლების მიერ ორგანიზებული რეისი, რომლითაც ქართველები უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად მიემართებოდნენ. ყველასთვის გასაგებია, რომ საკუთარი მოქალაქეების ორგანიზებული გაგზავნა ბრძოლის ველზე, სხვა არაფერი იქნებოდა თუ არა ომში ოფიციალურად ჩაბმა. თუმცა ოპოზიცია და მისი ენჯეოები ამ მოთხოვნით აქციებსაც კი არ მოერიდნენ.და ეს იმ პირობებში, როცა ომის დაწყებიდან ორი წლის თავზეც არცერთ სახელმწიფოს ხელი არ შეუწყვია საკუთარი მოქალაქეებისთვის უკრაინაში მოხალისეებად საბრძოლველად წასასვლელად. პირიქით, აშშ და ბრიტანეთის მთავრობებმა პირველივე დღეებში საჯაროდ გააფრთხილეს საკუთარ მოქალაქეები, არ წასულიყვნენ საბრძოლველად. 2) შეიარაღების გაგზავნა უკრაინაში მოხალისეების ორგანიზებულად გაგზავნასთან ერთად ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე მოგვიწოდებდნენ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებისკენ. შეგახსენებთ ზოგიერთ განცხადებას: თეონა აქუბარდია, „ქართული წარმოების ჯავშანმანქანებისა და სხვადასხვა ამუნიციის სიმბოლური რაოდენობის გადაცემა საკმარისი იქნებოდა, მხარდაჭერის გამოსახატად“. გიორგი რუხაძე, NGO GSAC: „ყველაფერში შეიძლება მივეხმაროთ უკრაინას და ომში ჩართვასთან ამას კავშირი არ აქვს. შეგვიძლია იარაღი მივაწოდოთ.” აქაც შეგახსენებთ, რომ ნატოს წევრ ქვეყნებს ერთ წელზე მეტი დასჭირდათ უკრაინისთვის ტანკები მიწოდების გადაწყვეტილების მისაღებად. მებრძოლების გაგზავნის შემდეგ საბრძოლო ტექნიკის და შეიარაღების უსასყიდლოდ მიწოდება ომში მხარედ ჩართვის კიდევ ერთი მაჩვენებელია. მთელი მსოფლიო აკვირდება, რამდენად ფრთხილად იქცევიან ნატოს წევრი ქვეყნებიც კი, რომ არ გადალახონ ის წითელი ზღვარი, სადაც რუსეთი მათ ომის მხარედ გამოაცხადებს. ამ დროს კი ქართული ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, ომის პირველივე დღეებში საბრძოლო ტექნიკის და შეიარაღების გაგზავნის მოთხოვნით აქციებს მართავდნენ და ამით ომში გვითრევდნენ.II. სანქციების დაწესება სანქციების დაწესების მოთხოვნის, არდაწესების გაპროტესტების და სანქციებისთვის ვითომდა გვერდის ავლის ყალბი კამპანია უკვე ორ წელზე მეტია სხვადასხვა ინტენსივობით მიმდინარეობს. საზოგადოებას კარგად ახსოვს ყველა ის განცხადება, რომელსაც ოპოზიცია აჟღერებდა. შეგახსენებთ ზოგიერთ განცხადებას: ნინო ლომჯარია, სახალხო დამცველი: „ბომბებისგან მიღებული ცეცხლი შეიძლება სჯობდეს, იმ სირცხვილს და იმ წვას, რაც ამ სიტყვების [იგულისხმება, განცხადება, რომ საქართველო არ დაუწესებს რუსეთს სანქციებს] მოსმენის შემდეგ ვიგრძენით.“ ნიკა მელია: „ბოდიში უკრაინელ დებს და ძმებს, დიდი ბოდიში იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობა არ შეუერთდა საერთაშორისო სანქციებს.“ ბათუ ქუთელია, ატლანტიკური საბჭოს ხელმძღვანელი: „ამ სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველომ უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით, მიუერთდეს სანქციებს, სანქციების ყველა კომპონენტს“. გიგა ბედინეიშვილი, თავისუფალი უნივერსიტეტი ბიზნეს სკოლის დეკანი: „სანქციის დაწესება ეკონომიკურადაც სწორი იქნება. შეიძლება, მოკლე ვადაში რაღაც ვიზარალოთ, მაგრამ ახლა ისეთი ვითარებაა, რომ შეიძლება, ეს ბოროტების იმპერია მსოფლიომ დაამარცხოს და ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ ამაში“.სანქციებს სხვადასხვა მიმართულებით ითხოვდნენ. პირველი ეს იყო სავიზო რეჟიმის დაწესება გახსოვთ, რომ ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობით შეიქმნა სრულად ისტერიული ფონი საქართველოში რუსეთის მოქალაქეების თითქოსდა მოზღვავებასთან დაკავშირებით. ყველას გვახსოვს პირდაპირ სპეცსამსახურების სახელმძღვანელოებიდან ამოკითხული მეთოდებით წარმოებული პროპაგანდა, რომელსაც ეს ჯგუფები ავრცელებდნენ: გახსოვთ ნახატები კედლებზე, რომლებზეც ოპოზიცია და მისი მედია სრული დამაჯერებლობით გვიმტკიცებდნენ, რომ ეს იყო რუსი დივერსანტების სასიგნალო ნიშნები, რომლებიც მოგვიანებით ერთ-ერთი ქუჩის მხატვრის მიერ დახატული კატები აღმოჩნდა; გახსოვთ ქსენოფობიამდე მისული სიძულვილის მარშები თბილისის ტურისტულ ადგილებში, რამაც საბოლოოდ იმ ფაქტამდეც კი მიგვიყვანა რომ ჭავჭავაძის გამზირზე სლავური გარეგნობის ქალს ვიღაცამ ქვა ესროლა. ამ ქსენოფობიური კამპანიის მიზანი იყო რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში გაუსაძლისი პირობების შექმნა და სახელმწიფოს იძულება, რომ დაეწესებინა სავიზო რეჟიმი.შეგახსენებთ განცხადებებს და ქმედებებსაც: ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ძალადობრივი ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ორგანიზებით, პარლამენტთან გაიმართა საპროტესტო აქცია, მოთხოვნით - „დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთთან“. 21-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ - მათ შორის იყვნენ სოროსის ფონდი, სირცხვილია, სამართლიანი არჩევნები, საფარი, მედიაომბუდსმენი, მწვანე ალტერნატივა, საქართველოს პენცენტრი - გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომლითაც ისინი, იმავე კონსპირაციაზე დაყრდნობით, რომ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ინტერვენციისთვის იქნებოდნენ გამოყენებული, ითხოვდნენ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას. მამუკა ხაზარაძის განცხადება: „სასწრაფოდ დაუწესდეს რუსეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი! ასე თუ გაგრძელდება, მივიღებთ საქართველოს ქართველების გარეშე!“ თინა ხიდაშელი, NGO სამოქალაქო იდეა: „ვინაიდან რუსეთის მიერ ვიზების გაუქმების გადაწყვეტილებაში ჩვენ ვერ ჩავერევით და ვერაფერს ვუზამთ, საპასუხო ღონისძიებად დაწესდეს ვიზები რუსების მოქალაქეებისთვის და ამით გაკეთდეს პოლიტიკური განაცხადი“.შემდეგი მოთხოვნა იყო საჰაერო სივრცის სრულად ჩაკეტვა რუსული თვითმფრინავებისთვის. ომის პირველივე დღეებში ოპოზიცია მოითხოვდა საჰაერო სივრცის სრულად დაკეტვას რუსეთისთვის. შეგახსენებთ განცხადებას: პოლიტიკური ჯგუფი გირჩი: სასწრაფოდ ჩაიკეტოს საჰაერო სივრცე რუსეთთან. ეს გახლავთ ომის დაწყებიდან მეორე თუ მესამე დრეს გაკეთებული განცხადება. ნიკა მელია: ჩაიკეტოს საჰაერო სივრცე რუსეთისთვის და ამით დავიცვათ უკრაინა. ამავე დროს შედგა ენჯეოების პეტიცია, რომელსაც სხვადასხვა ენჯეოები აწერდნენ ხელს. შემდეგი მოთხოვნა იყო პირდაპირი ფრენების აკრძალვა. მას შემდეგ რაც რუსეთმა აღადგინა ცალმხრივად შეჩერებული პირდაპირი ფრენები საქართველოსთან, ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაიწყეს სანქციების დაწესების ახალი კამპანია და ითხოვდნენ ფრენების აკრძალვას. შეგახსენებთ განცხადებას: ეკა გიგაური „საერთაშორისო გამჭვირვალობა“: „ევროკავშირის სახელმწიფოებში რუსული თვითმფრინავებისთვის სივრცე არის დაკეტილი. ევროკავშირი აღიქვამს ამ საკითხს შემდეგნაირად, რომ თუკი ქვეყანას უნდა ევროკავშირში გაწევრიანება, თუკი ქვეყანა ცდილობს, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს, მაშინ მან უნდა გაიზიაროს ის პოლიტიკა და ეს არის რუსეთის იზოლაციაში ჩაყენების პოლიტიკა.“ გიორგი ვაშაძე: თუ რუსული ავიაკომპანიები საქართველოში იწყებენ ფრენას, ჩვენ არანაირი უფლება არ გვაქვს ვისხდეთ სახლში.სანქციების დაწესების დაჟინებულ მოთხოვნას, იმ პირობებში როდესაც საქართველომ თავიდანვე განაცხადა, რომ საქართველო იღებდა ვალდებულებას არავისთვის მიეცა სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობა, რაიმე რაციონალური ახსნა არ ჰქონდა: ორმოცმილიონიან უკრაინაში რამდენიმე ათეული მოხალისის ჩასვლა, ოკუპაციის პირობებში მყოფი საქართველოს მიერ შეიარაღების მიწოდება, რუსეთის ეკონომიკაში 0,02% წილის მქონე ქვეყნის მიერ სანქციების დაწესება, არათუ გარდამტეხ, რაიმე საგრძნობ გავლენასაც კი ვერ მოახდენდა ომის მსვლელობაზე. ერთადერთი შედეგი რასაც ეს ნაბიჯი მოიტანდა იქნებოდა რუსეთთან ესკალაციაში შესვლა, რომლის ბოლოშიც გარანტირებულად იყო რუსეთთან როგორც ეკონომიკურ ისე ცხელ ომში საქართველოს ჩართვა.ხაზგასასმელია ერთი გარემოებაც. რადიკალურ ოპოზიციასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან უნისონში მყოფი უცხოელების მხრიდან სანქციების დაწესების მოთხოვნის პარალელურად, არავინ, ხაზს ვუსვამ არცერთი ქვეყანა და არცერთი ორგანიზაცია არ გვაძლევდა და დღემდე არ გვაძლევს უსაფრთხოების გარანტიებს, იმ შემთხვევისთვის, თუ სანქციების დაწესება საქართველოს ეკონომიკურ კრიზისამდე ან სამხედრო კონფლიქტამდე მიიყვანდა. და ეს იმ პირობებში, როდესაც სანქციების დაწესება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობადაც კი სახელდებოდა. საზოგადოებას ალბათ ახსოვს სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ არავინ საქართველოსგან სანქციების დაწესებას არ ითხოვს, რაც, რა თქმა უნდა, არ არის სიმართლე. ბევრი უცხოელი ხვდებოდა, რომ სანქციების დაწესების საჯარო მოთხოვნას საზოგადოებისგან შესაბამისი რეაქცია მოჰყვებოდა, ამიტომ ეს მოთხოვნები დახურულ კარს მიღმა ან არაპირდაპირ ჟღერდებოდა.თუმცა ვნახეთ საქართველოს პოლიტიკის საჯარო დაგმობაც და სანქციების დაწესების მოთხოვნებიც, მაგ. ლიეტუვის პარლამენტის 2022 წლის აპრილის რეზოლუციაში, ევროპარლამენტის 2022 წლის დეკემბრის რეზოლუციაში, ლატვიის პრეზიდენტის 2023 წლის სექტემბრის განცხადებაში, ევროკომისიის საგარეო სამსახურის პრესსპიკერის 2023 წლის თებერვლის განცხადებაში და ა.შ. რას და როგორ ითხოვდნენ უცხოელები დახურულ კარს მიღმა, ეს ცალკე საუბრის თემაა, რომლის დროც აუცილებლად დადგება.რა იქნებოდა ამგვარი თავქარიანი თუ მოღალატეობრივი პოლიტიკის ეკონომიკური შედეგი, ეკონომისტების მიერ დეტალურად დათვლილია. 2022 წელს ნაცვლად 10%-იანი ეკონომიკური ზრდისა, საქართველოს ექნებოდა 17%-მდე ეკონომიკური ვარდნა, რაც 18 მილიარდი ლარის ზარალს უდრის. შედეგად, ჩვენ სამჯერ უფრო დიდ ეკონომიკურ დარტყმას მივიღებდით, ვიდრე ეს პანდემიის დროს იყო, რაც ეკონომიკის ჩამოშლის ტოლფასია. თანაც, ეს იმ შემთხვევაში თუ ესკალაცია ეკონომიკურ ომს არ გაცდებოდა.რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი ესკალაცია ცხელ ომამდე მიგვიყვანდა, ამას ვფიქრობ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე არა მხოლოდ უკრაინის მაგალითზე, არამედ ჩვენი ქვეყნის ახლო წარსულიდანაც კარგად ხვდება. ამის საპირისპიროდ, სწორედ იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ქართველი ხალხის ინტერესებზე მაღლა არავის ინტერესი არ დააყენა, დღეს ვართ ლამის ერთადერთი მშვიდობის კუნძული ცეცხლის ალში გახვეულ რეგიონში და გვაქვს ევროპაში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები. ამიტომაც, 26 ოქტომბერს, ჩვენს მოქალაქეებს ყველაზე მარტივი და ცხადი არჩევანი ექნება, ვინაიდან არჩევანი დგას ომსა და მშვიდობას, ნგრევასა და წინსვლას, ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიას შორის“, - განაცხადა პაპაუშვილმა.

რობერტ მენენდესი

მსოფლიო 1721460483

აშშ-ის სენატორი მენენდესი, რომელიც „ქართული დემოკრატიის უკუსვლით“ იყო იმედგაცრუებული, „უცხოური გავლენის აგენტი" აღმოჩნდა - Just Security

აშშ-ის სასამართლომ კონგრესის სენატის „დემოკრატი“ სენატორი რობერტ (ბობ) მენენდესი ქრთამის აღების ფაქტზე 16 ეპიზოდში დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული ანალიტიკური პორტალი Just Security ავრცელებს.როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ერთ-ერთი საბრალდებო ეპიზოდის თანახმად, კანონმდებელმა ეგვიპტელი მაღალჩინოსნებისგან ქრთამი აიღო და შესაბამისად, ეგვიპტური მთავრობის აგენტი აღმოჩნდა.უცხოური ქვეყნის აგენტობას ამერიკის სამართლებრივ სივრცეში FARA, ანუ კანონი უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ არეგულირებს, რომელიც ჯერ კიდევ 1938 წელს კონგრესის მიერ იყო მიღებული.მაგრამ როგორც ყოფილი ფედერალური პროკურორი ბრენდონ ვან გრეკი ამბობს, საჯარო მოხელეებს არ შეიძლება ერქვათ უცხოური გავლენის აგენტი. „საჯარო მოხელეებს არ შეუძლიათ იყვნენ უცხოური აგენტები. ტექნიკურად ეს FARA-ს ჩარჩოებს სცდება, ვინაიდან თქვენ ვერ დარეგისტრირდებით, რადგან ამის საშუალება არ გეძლევათ“, - ციტირებს გამოცემა ვან გრეკს.მიუხედავად იმისა, რომ მენენდესი დე იურე ეგვიპტის მთავრობის ინტერესებს არ წარმოადგენდა, დე ფაქტო ის მათი გავლენის აგენტი აღმოჩნდა, - ასკვნის Just Security.რობერტ მენენდესი იყო ერთ-ერთი იმ ამერიკელი და ევროპელი კანონმდებლებისგან, რომლებმაც 2021 წლის თებერვალში წერილი გამოაქვეყნეს და ამტკიცებდნენ, რომ საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახში საფრთხეშია. მათი შეშფოთება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იმდროინდელი თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებით იყო გამოწვეული. მაშინ ამერიკელი და ევროპელი კანონმდებლები ამტკიცებდნენ, რომ „ნიკა მელიას დაკავების მიზნით, საქართველოს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შტურმმა ცხადყო რამდენად მყიფეა დემოკრატია და თავისუფლება საქართველოში“.

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1721037949

მოსამართლეები ავსებენ დეკლარაციას, ის არის საჯარო და ეს დეკლარაციები მოწმდება მონიტორინგის წესით ყოველ წელს - შალვა პაპუაშვილი ე.წ. „ვეტინგის“ მექანიზმის დანერგვაზე

„ეს მოსამართლეები ავსებენ დეკლარაციას, ის არის საჯარო და ეს დეკლარაციები მოწმდება მონიტორინგის წესით ყოველ წელს. შარშანაც, იმ მოსამართლეებს, რომლებსაც აქვთ თანამდებობები, სასამართლოების თავმჯდომარეები და ა.შ. ყველას დეკლარაცია, ისევე როგორც პარლამენტის წევრებისა, მონიტორინგის პირობებში გადამოწმდა“,-ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტის კითხვას გამოეხმაურა, რომელიც დაინტერესდა რატომ არის მიუღებელი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე შალვა თადუმაძისთვის, ენჯეოების ინიციატივა ე.წ. „ვეტინგის“ მექანიზმის დანერგვასთან დაკავშირებით.როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, მოსამართლეები აქამდეც ავსებდნენ დეკლარაციებს და მათი მხრიდან დეკლარაციაში ასახული მონაცემები მონიტორინგს ექვემდებარება.„არ მხოლოდ მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ ამ საჯარო დეკლარაციის გადამოწმება, არამედ თავად ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა გადაამოწმა ეს დეკლარაციები.საქართველოს მართლმსაჯულება არის აბსოლუტურად გამართული და ყველგან, სადაც სცადეს ოპოზიციამ, მათმა ენჯეოებმა, ზოგიერთმა უცხოელმა აქტორებმა, რომ თავს დასხმოდნენ ქართულ მართლმსაჯულებას, შეგახსენებთ სად ესხმოდნენ: „რუსთავი 2“-ის საქმე, მიხეილ სააკაშვილის საქმე, ნიკა მელიას საქმე, გვარამიას საქმე... არ ვიცი რამდენი საქმე ჩამოვთვალო, სათვალავი მაქვს არეული, ყველა ამ საქმეებში ოპოზიცია, მათი ენჯეოები, მათი მოკავშირე უცხოელი აქტორები ქართულ მართლმსაჯულებას აბრალებდნენ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას. ყველაფერზე უკლებლივ, სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ქართული მართლმსაჯულება წარიმართა სწორად“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.შალვა პაპუაშვილის თქმით, მმართველი გუნდი იმედოვნებდა, რომ ცრუ ბრალდებებისთვის ენჯეოები და მათი უცხოელი აქტორები ბოდიშს მოიხდიდნენ.

გურამ მაჭარაშვილი

პოლიტიკა 1720780592

ოპოზიციაში კონფიგურაციას დაალაგებს უცხოური ძალა, მათ არავინ შეეკითხება, ვინ ვისთან ერთად გამოვა, ვერაფერს აკეთებენ, აგენტი როცა ხარ, ხელი გაქვს მოწერილი, ვერ შეეწინააღმდეგები - მაჭარაშვილი

ოპოზიციაში კონფიგურაციას დაალაგებს უცხოური ძალა, მათ არავინ შეეკითხება, ვინ ვისთან ერთად გამოვა, ვერაფერს აკეთებენ, აგენტი როცა ხარ, ხელი გაქვს მოწერილი, ვერ შეეწინააღმდეგები, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მაჭარაშვილის თქმით, უცხოური ძალა ცდილობს, ისეთი ცენტრი შექმნას, რომ ხუთპროცენტიანი ბარიერი გაადალახვინოს.„ოპოზიციაში კონფიგურაციას უცხოური ძალა დაალაგებს, მათ არავინ შეეკითხება, ვინ ვისთან ერთად გამოვა. მიუხედავად იმისა, რომ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „ნაცმოძრაობის“ გარდა, ყველა ამბობდა, ცენტრს თვითონ შექმნიდა, ვნახეთ, რომ ნიკა მელია, რომელიც ორი წლის განმავლობაში ოლიგარქს უწოდებდა კეზერაშვილს, აგინებდა, უკვე ჩაახუტეს კეზერაშვილს, დააქორწინეს და მეჯვარე გვარამია ჰყავს.უცხოური ძალა ცდილობს, ისეთი ცენტრი შექმნას, რომელსაც შეეცდებიან, ხუთპროცენტიანი ბარიერი გადაალახვინონ. ასეთი დარჩა გახარია და „ლელო“, ხაზარაძე. მართალია, მათ შორის დაუძინებელი მტრობაა, მაგრამ მელია კეზერაშვილს ჩაახუტეს და, წინააღმდეგობის მიუხედავად, ახლა გახარიასა და ხაზარაძეს პოლიტიკურად დააქორწინებენ. ამ ორი ადამიანის პოლიტიკური ქორწინების დისკომფორტი ხალხში მწვავედ რომ არ გამოჩნდეს, ამიტომ არსებობს ეს ფორმატები. ჩუგიშვილი იქნება, ბესელია თუ თავში ლგბტ დროშით ზურაბიშვილი, შეეცდებიან, ამას გადააფარინონ, თითქოს მარტო ეს ორი პიროვნება კი არ დაქორწინდა პოლიტიკურად, რომლებიც ერთმანეთს ჭამდნენ, არამედ სხვა პოლიტიკური, ვითომ ევროპული ძალა არსებობს.არ გვინდა, საზოგადოება შეცდომაში შევიდეს. არცერთ შემთხვევაში არ დაიჯერონ, რომ „ვეძებდი, როგორც მტერს და შევხვდი, როგორც მოყვარეს“. გახარია და ხაზარაძე ერთმანეთს ჩამოართმევენ ხელს. გარდა იმისა, რომ გახარია თაღლითს ეძახდა ხაზარაძეს და ხაზარაძე – მატყუარას – გახარიას, პიროვნული ამბიციებიც ძალიან მნიშვნელოვანია. ერთიც და მეორეც ფიქრობს, რომ ის ლიდერია არა მარტო თავის პარტიაში, არამედ ოპოზიციაში. როგორ უნდა გააკეთონ, ხაზარაძე უნდა იყოს ლიდერი თუ გახარია? მელია-გვარამიამ გამოსავალი მოძებნეს და თავიანთ პარტიაში ორივე თავმჯდომარე გახდა, არცერთი არ არის უფროსი, თავმჯდომარეობა ვერ გაიყვეს. გარდა იმისა, რომ ერთმანეთს ლანძღავდნენ, პრობლემა ის არის, ვინ უფრო წინ დადგება მათი ამბიციებიდან გამომდინარე. ეს ძალიან რთულად გადასაწყვეტი იქნება. ამიტომ ვუწოდებთ სპექტაკლებს. უცხოური ძალა აძალებს და ვერაფერს აკეთებენ. აგენტი როცა ხარ და ხელი გაქვს მოწერილი, ვერ შეეწინააღმდეგები. არადა, აქ პიროვნული ამბიციები სჭარბობს – სად იქნება და რა კონფიგურაციით, ამას მალე დავინახავთ, თუმცა არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ყველა ერთი ხის ფესვებიდან ამოსული ყლორტია. რა მნიშვნელობა აქვს, მარცხნივ, მარჯვნივ თუ საით გადაიხრება ეს ყლორტები, ცალკე გამოვლენ თუ ერთიანად, ეს არის ძირი კოლექტიური „ნაცმოძრაობიდან“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გურამ მაჭარაშვილი

პოლიტიკა 1720779360

ოპოზიციაში კონფიგურაციას დაალაგებს უცხოური ძალა, მათ არავინ შეეკითხება, ვინ ვისთან ერთად გამოვა, ვერაფერს აკეთებენ, აგენტი როცა ხარ, ხელი გაქვს მოწერილი, ვერ შეეწინააღმდეგები - გურამ მაჭარაშვილი

ოპოზიციაში კონფიგურაციას დაალაგებს უცხოური ძალა, მათ არავინ შეეკითხება, ვინ ვისთან ერთად გამოვა, ვერაფერს აკეთებენ, აგენტი როცა ხარ, ხელი გაქვს მოწერილი, ვერ შეეწინააღმდეგები, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მაჭარაშვილის თქმით, უცხოური ძალა ცდილობს, ისეთი ცენტრი შექმნას, რომ ხუთპროცენტიანი ბარიერი გაადალახვინოს.„ოპოზიციაში კონფიგურაციას უცხოური ძალა დაალაგებს, მათ არავინ შეეკითხება, ვინ ვისთან ერთად გამოვა. მიუხედავად იმისა, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „ნაცმოძრაობის“ გარდა, ყველა ამბობდა, ცენტრს თვითონ შექმნიდა, ვნახეთ, რომ ნიკა მელია, რომელიც ორი წლის განმავლობაში ოლიგარქს უწოდებდა კეზერაშვილს, აგინებდა, უკვე ჩაახუტეს კეზერაშვილს, დააქორწინეს და მეჯვარე გვარამია ჰყავს.უცხოური ძალა ცდილობს, ისეთი ცენტრი შექმნას, რომელსაც შეეცდებიან, ხუთპროცენტიანი ბარიერი გადაალახვინონ. ასეთი დარჩა გახარია და „ლელო“, ხაზარაძე. მართალია, მათ შორის დაუძინებელი მტრობაა, მაგრამ მელია კეზერაშვილს ჩაახუტეს და, წინააღმდეგობის მიუხედავად, ახლა გახარიასა და ხაზარაძეს პოლიტიკურად დააქორწინებენ. ამ ორი ადამიანის პოლიტიკური ქორწინების დისკომფორტი ხალხში მწვავედ რომ არ გამოჩნდეს, ამიტომ არსებობს ეს ფორმატები. ჩუგიშვილი იქნება, ბესელია თუ თავში ლგბტ დროშით ზურაბიშვილი, შეეცდებიან, ამას გადააფარინონ, თითქოს მარტო ეს ორი პიროვნება კი არ დაქორწინდა პოლიტიკურად, რომლებიც ერთმანეთს ჭამდნენ, არამედ სხვა პოლიტიკური, ვითომ ევროპული ძალა არსებობს.არ გვინდა, საზოგადოება შეცდომაში შევიდეს. არც ერთ შემთხვევაში არ დაიჯერონ, რომ „ვეძებდი როგორც მტერს და შევხვდი როგორც მოყვარეს“. გახარია და ხაზარაძე ერთმანეთს ჩამოართმევენ ხელს. გარდა იმისა, რომ გახარია თაღლითს ეძახდა ხაზარაძეს და ხაზარაძე  მატყუარას – გახარიას, პიროვნული ამბიციებიც ძალიან მნიშვნელოვანია. ერთიც და მეორეც ფიქრობს, რომ ის ლიდერია არა მარტო თავის პარტიაში, არამედ ოპოზიციაში. როგორ უნდა გააკეთონ, ხაზარაძე უნდა იყოს ლიდერი თუ გახარია? მელია-გვარამიამ გამოსავალი მოძებნეს და თავის პარტიაში ორივე თავმჯდომარე გახდა, არც ერთი არ არის უფროსი, თავმჯდომარეობა ვერ გაიყვეს. გარდა იმისა, რომ ერთმანეთს ლანძღავდნენ, პრობლემა ის არის, ვინ უფრო წინ დადგება მათი ამბიციებიდან გამომდინარე. ეს ძალიან რთულად გადასაწყვეტი იქნება. ამიტომ ვუწოდებთ სპექტაკლებს. უცხოური ძალა აძალებს და ვერაფერს აკეთებენ. აგენტი როცა ხარ და ხელი გაქვს მოწერილი, ვერ შეეწინააღმდეგები. არადა, აქ პიროვნული ამბიციები სჭარბობს – სად იქნება და რა კონფიგურაციით, ამას მალე დავინახავთ, თუმცა არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ყველა ერთი ხის ფესვებიდან ამოსული ყლორტია. რა მნიშვნელობა აქვს, მარცხნივ, მარჯვნივ თუ საით გადაიხრება ეს ყლორტები, ცალკე გამოვლენ თუ ერთიანად, ეს არის ძირი კოლექტიური „ნაცმოძრაობიდან“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილი

პოლიტიკა 1720701395

„ნაციონალური მოძრაობა“, დაპირისპირების გამო, სხვადასხვა ბანაკად არის დაყოფილი, არჩევნებში მათი შედეგები ვერ იქნება ხელისუფლების შეცვლის შესაძლებლობა - ირაკლი ქადაგიშვილი

„ნაციონალური მოძრაობა“ დაპირისპირების გამო სხვადასხვა ბანაკად არის დაყოფილი, მათ შორის არანაირი პრინციპულობა არ არსებობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.ქადაგიშვილის თქმით, არჩევნებში მათი შედეგები ხელისუფლების შეცვლის შესაძლებლობა ვერ იქნება.„ნიკა მელია ამბობდა, რომ კეზერაშვილის დაფინანსებული ბინძური ფულით არ ვიქნებიო და დედა „ნაციონალური მოძრაობიდან“ მაგიტომ წამოვიდა თუ გამოაგდეს, შემდეგ ხოშტარია-ჯაფარიძესთან მშვენივრად დაჯდა, როცა დავალება მიიღო. ასე მოხდება ლელო-გახარიას ნაწილში, ერთმანეთს შანტაჟიორს და თაღლითს უწოდებდნენ, მაგრამ სიტყვა მათთვის არანაირი ფასეულობაა. არაფერი იცვლება – ყველა ის ხალხია, ვინც ქართულ პოლიტიკაში არიან. მათი შედეგები ვერ იქნება გადამწყვეტი არჩევნებში მათი წარმატების და ვერ იქნება ხელისუფლების შეცვლის შესასაძლებლობა“, – განაცახად ირაკლი ქადაგიშვილმა. 

გურამ მაჭარაშვილი

პოლიტიკა 1720611934

კეზერაშვილის დაფინანსებული ჯაფარიძე-ხოშტარიასთან გაფორმებული ერთობით, მელიამ ყველაფერი ჩამოამსხვრია, რაც "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარეობის დროს და მის მერე უკეთებია - გურამ მაჭარაშვილი

"ხალხის ძალის" წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ნიკა მელია იმ მცირე მხარდაჭერასაც დაკარგავს, რომელიც ჰქონდა, რადგან უპრინციპოდ იქცევა.მისი განმარტებით, კეზერაშვილის მიერ დაფინანსებული ჯაფარიძე-ხოშტარიასთან გაფორმებული ერთობით, მელიამ ყველაფერი ჩამოამსხვრია, რაც "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარეობის დროს და მის მერე უკეთებია."არაერთხელ ვთქვით, რომ ნიკა მელიას ის მცირედი მხარდამჭერი რაც ჰყავდა, ისიც აუცილებლად შემცირდება მისი უპრინციპულობიდან გამომდინარე. როდესაც ბოლო წლების განმავლობაში ამბობ, რომ კეზერაშვილის მონაწილეობა პარტიაში და მისი ოლიგარქია არის დაუშვებელი, ამის გამო წახვედი "ნაციონალური მოძრაობიდან" და თანამდებობიდან, ახლა კი სიამოვნებით იღებ და ჩაიხუტებ კეზერაშვილის მიერ დაფინანსებულ ჯაფარიძე-ხოშტარიას და რუბლებით დაფინანსებულ პარტიას, ეს არის მიუღებელი. რეალურად, თუ რამეზე ჰქონდა აწყობილი "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარეობის დროს და იმის მერე თავისი პოლიტიკა, ახლა ყველაფერი ჩამოამსხვრია. რაზე დააფუძნებს წინასაარჩევნო პერიოდის დროს მხარდაჭერის მოპოვებას, ეს წარმოუდგენელია", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ზურაბ ქადაგიძე

პოლიტიკა 1720554933

მოკლედ, გუშინ „იდეინი“ ნაცები დაჯგუფდნენ, დღეს „პატენტმა“ ნაცებმა ჩაატარეს პრეზენტაცია და ხვალ ალბათ, გახარია-ელისაშვილი-გირჩები მოახდენენ „ლატენტური“ ნაცობის დემონსტრირებას - ზურაბ ქადაგიძე გვარამია-მელიას და ხოშტარია-ჯაფარიძის გაერთიანებაზე

მოკლედ, გუშინ “იდეინი” ნაცები დაჯგუფდნენ, დღეს “პატენტმა” ნაცებმა ჩაატარეს პრეზენტაცია და ხვალ ალბათ, გახარია-ელისაშვილი-გირჩები მოახდენენ “ლატენტური” ნაცობის დემონსტრირებას, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიას და ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ახალ გაერთიანებას. ქადაგიძის თქმით, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ სულ რომ მარტივ მამრავლებად დაიშალოს, იმაზე მეტ ამომრჩეველს მაინც ვერ მიიღებს, რამდენიც წინა არჩევნებზე გააბრიყვეს. „ჟანრის კლასიკაა - ქვევრში, რომ კაცი გაიჭედება, ლავუაზიეს კანონზომიერებიდან გამომდინარე, საიდანაც თავი კი გამოდი,ს მაგრამ მხრები არა, უნდა გატყდეს… ჰო და აბესალომისა არ იყოს, თუ გინდათ ნაწილ-ნაწილ გამოგიტანთ და არჩევნებზე შეგაწებებთ, აბა სხვა გამოსავალი თქვენ არ გაქვთ. კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა სულ რომ მარტივ მამრავლებად დაიშალოთ, იმაზე მეტ ამომრჩეველს მაინც ვერ გააბაიბურებთ, ვინც წინა არჩევნებზე არ გაგიბრიყვებიათ… მოკლედ, გუშინ “იდეინი” ნაცები დაჯგუფდნენ, დღეს “პატენტმა” ნაცებმა ჩაატარეს პრეზენტაცია და ხვალ ალბათ, გახარია-ელისაშვილი-გირჩები მოახდენენ “ლატენტური” ნაცობის დემონსტრირებას… ასე რომ, რამდენიც არ უნდა იხტუნაოთ მაგ მოჯადოებული სათავსოდან, რასაც კოლექტიური ნაც-მოძრაობა ჰქვია, ქვევრის გაუტეხავად, სამშვიდობოს ვერ გამოძვრებით…“, - წერს ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

თამთა

პოლიტიკა 1720551464

ამ უძალო ძალაში ახალი არაფერია, მოღალატეობრივი პოლიტიკის გამტარია ყველა ცალ-ცალკე და ყველა ერთად - თამთა მეგრელიშვილი გვარამია-მელიას და ხოშტარია-ჯაფარიძის ალიანსზე

მინიმუმ პოლიტიკური უხერხულობაა ნაც ჯალათისა და მასზე არანაკლები პოლიტიკური არამზადების ერთობა. ამ უძალო ძალაში ახალი არაფერია, არც სახეები და არც პოლიტიკური მოქმედების სტრატეგია, - ასე აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიას და ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ახალ გაერთიანებას.მისი თქმით, პარტიების „ახალი“, „დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“ გაერთიანება „უძალო ძალას“ წარმოადგენს და მასში ახალი არაფერია. მეგრელიშვილის შეფასებით, ალიანსში შემავალი ყველა სუბიექტი მოღალატეობრივი პოლიტიკის გამტარია.„მინიმუმ პოლიტიკური უხერხულობაა ნაც ჯალათისა და მასზე არანაკლები პოლიტიკური არამზადების ერთობა.ამ უძალო ძალაში ახალი არაფერია, არც სახეები და არც პოლიტიკური მოქმედების სტრატეგია.ანტიქართული ხელწერა აქვს ფოტოზე წარმოდგენილ სამივე პირს და მოღალატეობრივი პოლიტიკის გამტარია ყველა ცალ-ცალკე და ყველა ერთად!ეს არის პოლიტიკური ალიანსი ქართული სახელმწიფოს პოლიტიკურად დასაძირად, ერთის მკვეთრი რუსული ხელწერით, მეორეს ქართულზე გაცვლილი ამერიკული აქცენტით და მესამეს დაბოლილი იდეებით“, - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.

ზარქუა

პოლიტიკა 1720525090

ნეტა, ბელადმა იცის მის პარტიას სახელი რომ გადაარქვეს? თითქოს განახლებული სახეებით არაფერი იცვლება, „ნაცი“ „ნაცად“ რჩება - ზარქუა

გუშინ ჩემი „ხაბე“ ისევ დამიჩაგრეს, ამ ბიჭმა რა დააშავა ისეთი, რომ სცენაზეც არ აუშვეს, განახლებულ სიაშიც ვერ მოხვდა, „ხაბე“ გამაგრდი, გგულშემატკივრობ, ვაშაძეა ახალი სახე, ბოკუჩავა, თუ არმაზ დიდი, პარლამენტში რომ ლექციებს ატარებდა ხოლმე?, ციფრი დაიტოვეს, სათაური შეცვალეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.ზარქუას თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ სერიოზულად საუბარი არ ღირს.„მათზე სერიოზულად როგორ უნდა ილაპარაკო, აგდებულად უნდა ილაპარაკო. ნეტა, ბელადმა იცის მის პარტიას სახელი რომ გადაარქვეს? თავისი პარტიის სახელწოდება რცხვენიათ და შეცვალეს. ახალ სახედ არმაზ ახვლედიანი და კორძაია უნდა შემოგვასაღონ. კორძაიას მიმართ მეგრული სოლიდარობა მაქვს და არ ვიცი, ამ გაუგებრობაში როგორ მოხვდა. ვინაა ახალი სახე? ერთი გვარამიაა ახალი სახე პოლიტიკაში და მეორე ნიკა მელია. სამარცხვინო სიტუაციაა. ერთმანეთში აქვთ ქიშპი. ამ სახეებით და თითქოსდა განახლებული სახეებით არაფერი იცვლება. „ნაცი“ „ნაცად“ რჩება, გინდ მას წინ ორიანი მიუწერე და გინდ ხუთიანი, მაინც ნაცები არიან თავიდან ბოლომდე. ხუთია მათი ციფრი და ნაცია მათი სახელი. რაც შეეხება დიმა ჩიქოვანის წასვლას, შიგნით დაპირისპირებაა, აბა, ჩემი „ხაბე“ რატომ ჩააჩოჩეს“, როგორც ჩანს, კეზერამ დაფინანსებაზე უარი თქვა, ლუზერების დაფინანსება არ უნდა, ბიზნესმენია და მათთვის მოპარული ფული არ ემეტება. შიგნით ბრძოლაა გავლენებისთვის. ბოდიში და სულ ფეხებზე ჰკიდიათ ქართველი ხალხის ინტერესები, მთავარია, ვინ იქნება მთავარი ოპოზიციური პარტია“, – განაცხადა ზარქუამ.„ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ არჩევნებზე შეცვლილი სახელწოდებით გავლენ.

ბექა ოდიშარიამ

პოლიტიკა 1719400978

ნიკა გვარამია საერთოდ დედას აგინებდა სპორტსმენებს. ტალახაძეს ვეღარ იტანდა. ნიკა მელიას განცხადება ხალხს აღარ უკვირს - ბექა ოდიშარია

ნიკა გვარამია საერთოდ დედას აგინებდა სპორტსმენებს. ტალახაძეს ვეღარ იტანდა. ნიკა მელიას განცხადება ხალხს აღარ უკვირს, - ასე გამოეხმაურა მედიასთან დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია ნიკა მელიას განცხადებას ზაზა ფაჩულიაზე.„ნიკა გვარამია საერთოდ დედას აგინებდა სპორტსმენებს. ტალახაძეს ვეღარ იტანდა. საოცარი ეპითეტებით მოიხსენიებდა ჩვენს წარმატებულ ბიჭებს პოლიტიკური საბაბის გამო. შესაბამისად ეს [ნიკა მელიას განცხადება] ხალხს აღარ უკვირს. ამ ხალხს [ოპოზიცია] ვინც არ არის მათი შემწე და ხელშემწყობი, ისინი სძულთ“, - აღნიშნა ოდიშარიამ.„ნაციონალური მოძრაობა“ წარმატებული სპორტსმენების პოლიტიკაში ჩართვას ისევ ცდილობს. ამჯერად სამიზნე ზაზა ფაჩულიაა. ნიკა მელია უკმაყოფილოა, რომ ფაჩულიას გამჭვირვალობის კანონზე პოზიცია არ გამოუხატავს.

მამუკა მდინარაძე

პოლიტიკა 1719397261

ყოფილი ნაცი არ არსებობს, ყველა ერთი პოლიტიკური ნაგავია. ამიტომ, მათ დაშლა-არმოშლა არ შველით - მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე

ყოფილი ნაცი არ არსებობს, ყველა ერთი პოლიტიკური ნაგავია. ამიტომ, მათ დაშლა-არმოშლა არ შველით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.მდინარაძის თქმით, ოპოზიციას რეიტინგი არ აქვს, რადგან რეიტინგი დაშლა-გაერთიანებას კი არ მოაქვს, არამედ მოაქვს იმას, რომ საქართველოს მოსახლეობას უნდა მოსწონდე და ეს ხალხი არ მოსწონთ, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის წარმომადგენლები არიან.„ისინი რას შვრებიან იცით? გამოიკვლევენ რომ ერთად ვერ გვამარცხებენ მერე გაიშლებიან, მერე ჩაატარებენ კვლევებს ცალცალკე, მერე ისედაც ვერ გვამარცხებენ შეიკვრებიან. კვლევები კი არ შველის მაგას, მაგას უნდა რეიტინგი, იმიტომ რომ კვლევები აჩვენებს რეიტინგს, რასაც აქვეყნებენ ის რეიტინგი კი არა - რეალური რეიტინგი. აქედან გამომდინარე დაიშალნენ, გატესტეს, ნახეს, რომ არა, რაღაცა პრობლემა აქვთ - ახლა იკვრებიან ისევ. არადა იმ შეკრულზე და ერთად, რეალურ „ნაციონალურ მოძრაობაზე“, ყველა ნაცები არიან ეგენი, ნიკა მელია და გვარამია არ არიან ნაცებიო რომ ლაპარაკობთ, მგონი, უკვე ჩვენს თავს აღარ ვცემთ პატივს. ექვსი პარტიის წარმომადგენლების ლიდერებიდან ერთი მათი რეკეტიორი იყო, და ხუთი პარტიის თავმჯდომარე იყო და  ექვს თუ ოთხ პარტიად გვევლინებიან.  არასერიოზულია ამაზე ლაპარაკი. რეიტინგი დაშლა-გაერთიანებას კი არ მოაქვს, მოაქვს იმას, რომ საქართველოს მოსახლეობას უნდა მოსწონდე და ეს ხალხი არ მოსწონთ, რადგან არიან მწამებლები, არიან ავტორები იმ რეჟიმისა, ყველანი ერთად და მოპასუხეები, თანამზრახველები და პასუხისმგებლები იმისა, რასაც  „ნაცმოძრაობის“ რეჟიმი ერქვა“, - აღნიშნა მდინარაძემ.