კეზერაშვილის დაფინანსებული ჯაფარიძე-ხოშტარიასთან გაფორმებული ერთობით, მელიამ ყველაფერი ჩამოამსხვრია, რაც "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარეობის დროს და მის მერე უკეთებია - გურამ მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი

"ხალხის ძალის" წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ნიკა მელია იმ მცირე მხარდაჭერასაც დაკარგავს, რომელიც ჰქონდა, რადგან უპრინციპოდ იქცევა.

მისი განმარტებით, კეზერაშვილის მიერ დაფინანსებული ჯაფარიძე-ხოშტარიასთან გაფორმებული ერთობით, მელიამ ყველაფერი ჩამოამსხვრია, რაც "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარეობის დროს და მის მერე უკეთებია.

"არაერთხელ ვთქვით, რომ ნიკა მელიას ის მცირედი მხარდამჭერი რაც ჰყავდა, ისიც აუცილებლად შემცირდება მისი უპრინციპულობიდან გამომდინარე. როდესაც ბოლო წლების განმავლობაში ამბობ, რომ კეზერაშვილის მონაწილეობა პარტიაში და მისი ოლიგარქია არის დაუშვებელი, ამის გამო წახვედი "ნაციონალური მოძრაობიდან" და თანამდებობიდან, ახლა კი სიამოვნებით იღებ და ჩაიხუტებ კეზერაშვილის მიერ დაფინანსებულ ჯაფარიძე-ხოშტარიას და რუბლებით დაფინანსებულ პარტიას, ეს არის მიუღებელი. რეალურად, თუ რამეზე ჰქონდა აწყობილი "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარეობის დროს და იმის მერე თავისი პოლიტიკა, ახლა ყველაფერი ჩამოამსხვრია. რაზე დააფუძნებს წინასაარჩევნო პერიოდის დროს მხარდაჭერის მოპოვებას, ეს წარმოუდგენელია", - განაცხადა მაჭარაშვილმა.