მოკლედ, გუშინ „იდეინი“ ნაცები დაჯგუფდნენ, დღეს „პატენტმა“ ნაცებმა ჩაატარეს პრეზენტაცია და ხვალ ალბათ, გახარია-ელისაშვილი-გირჩები მოახდენენ „ლატენტური“ ნაცობის დემონსტრირებას - ზურაბ ქადაგიძე გვარამია-მელიას და ხოშტარია-ჯაფარიძის გაერთიანებაზე

ზურაბ ქადაგიძე

მოკლედ, გუშინ “იდეინი” ნაცები დაჯგუფდნენ, დღეს “პატენტმა” ნაცებმა ჩაატარეს პრეზენტაცია და ხვალ ალბათ, გახარია-ელისაშვილი-გირჩები მოახდენენ “ლატენტური” ნაცობის დემონსტრირებას, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიას და ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ახალ გაერთიანებას. 

ქადაგიძის თქმით, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ სულ რომ მარტივ მამრავლებად დაიშალოს, იმაზე მეტ ამომრჩეველს მაინც ვერ მიიღებს, რამდენიც წინა არჩევნებზე გააბრიყვეს. 

„ჟანრის კლასიკაა - ქვევრში, რომ კაცი გაიჭედება, ლავუაზიეს კანონზომიერებიდან გამომდინარე, საიდანაც თავი კი გამოდი,ს მაგრამ მხრები არა, უნდა გატყდეს… 

ჰო და აბესალომისა არ იყოს, თუ გინდათ ნაწილ-ნაწილ გამოგიტანთ და არჩევნებზე შეგაწებებთ, აბა სხვა გამოსავალი თქვენ არ გაქვთ. 

კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა სულ რომ მარტივ მამრავლებად დაიშალოთ, იმაზე მეტ ამომრჩეველს მაინც ვერ გააბაიბურებთ, ვინც წინა არჩევნებზე არ გაგიბრიყვებიათ… 

მოკლედ, გუშინ “იდეინი” ნაცები დაჯგუფდნენ, დღეს “პატენტმა” ნაცებმა ჩაატარეს პრეზენტაცია და ხვალ ალბათ, გახარია-ელისაშვილი-გირჩები მოახდენენ “ლატენტური” ნაცობის დემონსტრირებას… 

ასე რომ, რამდენიც არ უნდა იხტუნაოთ მაგ მოჯადოებული სათავსოდან, რასაც კოლექტიური ნაც-მოძრაობა ჰქვია, ქვევრის გაუტეხავად, სამშვიდობოს ვერ გამოძვრებით…“, - წერს ქადაგიძე სოციალურ ქსელში.