1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
შოვში, სტიქიის ზონაში, მეექვსე დღეა, სამაშველო ღონისძიება გრძელდება. მთელი ღამის განმავლობაში სტიქიის ზონაში სპეციალური განათებებით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა სამძებრო-სამაშველო ღონისძიება.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, სტიქიის ზონაში კი 17 ადამიანს ეძებენ.
სამაშველო ღონისძიების ფარგლებში უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი.
ტრაგედიას გარდაცვლილი მომღერლის ჯაბა ბოჯგუას დედა ეხმიანება.
"ჩემო ერთადერთო....
ჩემო ყველაფერო....
სრულიად მარტო, უსუსური ვარ უშენობით და მონატრებით. გაუსაძლია ჩემი ყველა დღე...
...შოვის ტრაგედიამ დამშრალი ცრემლი მომადინა. ყველა შვილმკვდარ დედას ვეფერები განსაკუთრებით. ამ ტკივილს სიტყვები არა აქვს.
სულ ჩამჩურჩულებს ჩემი ჯაბა ''შენთან მოვედი, ციდან ვარსკვლავს ჩამოვყევი, რადგან მელოდი...''
ძალიან მიჭირს, რომ ცოცხალი ვარ..." - წერს მანანა გვასალია, ჯაბა ბოჯგუას დედა.
ასევე დაგაინტერესებთ: