რისი გაკეთება არ შეიძლება დიდ შაბათს
1745006402
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი დიდი ბრიტანეთის უმაღლესი სასამართლოს დადგენილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ცნება „ქალი“ მხოლოდ ბიოლოგიურ ქალებზე ვრცელდება და არა ტრანსგენდერებზე.
„საღი აზრის კიდევ ერთი გამარჯვება. დიდმა ბრიტანეთმა, ლიბერალური და პროგრესული იდეოლოგიის ეპიცენტრმა, აღიარა ქალის სწორი განსაზღვრება. კიდევ რამდენი დრო უნდა გავიდეს, რომ ამერიკაში დემოკრატებმაც შეიგნონ ეს?!“, - დაწერა ჯონსონმა სოციალურ ქსელ X-ში.
ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქალის სამართლებრივი მნიშვნელობა ბიოლოგიური სქესით განისაზღვრება და არა იდენტობით. უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ განსაზღვრა, რომ ორსულობა და დედობაც მხოლოდ ბიოლოგიურ ქალთან ასოცირებული შეიძლება იყოს.