„ცუდია დიდ შაბათს სახლიდან რამეს გაცემა...“ - ცრურწმენები და სახალხო ტრადიციები
1744996659
ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის - “მოწყვლადი ქალების გაძლიერება დისკრიმინაციის დასაძლევად” ფარგლებში ორგანიზაცია “თანადგომამ” ალტერნატივა ჯორჯიასა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა დადემოკრატიის ინსტიტუტთან თანამშრომლობით კვლევა ჩაატარა.
კვლევა 2018 წლით თარიღდება.
კვლევაში მონაწილეობა სექს-ბიზნესში ჩართულმა და ნარკოტიკის მომხმარებელმა 37 ქალმა მიიღო თბილისიდან, ქუთაისიდან და ბათუმიდან. რესპონდენტთა 56%-მა ნარკოტიკების ინექციური მოხმარება კვლევის მომენტისთვის, ხოლო 43%-მა წარსულში აღნიშნა. რესპონდენტები საშუალო ასაკი 42 წელი იყო. რესპონდენტებმა თქვეს,რომ ნარკოტიკების მოხმარების დიდი ხნის ისტორია ჰქონდათ (5-დან 19-წლამდე ისტორია). ამასთან, რესპონდენტების განათლების საშუალო წლებმა შეადგინა 14 წელიწადი, მინიმუმ 9 და მაქსიმუმ - 30 წელიწადი.
კვლევაში ვკითხულობთ ერთ-ერთი ბენეფიციარის უმძიმეს მონათხრობს, რომელიც ამბობს, რომ 9 თვის განმავლობაში ორსული ქალი ნარკოტიკს მოიხმარდა, რამაც ზეგავლენა ბავშვზეც მოახდინა.
„ჩემი ახლობელი 9 თვის განმავლობაში იკეთებდა და ბავშვი დაიბადა „ლომკაში“. მე მირეკავდა ხოლმე, რომ ცოტა მომიტანეო, თორე ვკვდები, აქ არ გავჩერდები (სამშობიაროში), არც შვილი მინდა და არც არაფერიო და მიმქონდა, იმიტომ, რომ ბავშისთვის ეჭმია ძუძუ და ბავშვსაც „ლომკა“ მოხსნოდა. შეიძლება მაგი არ იციან (აქ: ექიმებმა მართვა), მაგრამ ბავშვი „იმენა“ „ლომკაში“ იყო. დიდი ვერ უძლებს და თოთო ბავშვი წარმოიდგინე. გაიკეთებდა და აჭმევდა ბავშვს და ისიც დამშვიდდებოდა.”