1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ერთ-ერთი შინდისელი გმირი, მიხეილ დვალიშვილი, ბრძოლის ველზე ლექსებს წერდა. როგორც მისი მეგობარი და ფილმ "შინდისის" პროდიუსერი, ედმონდ მინაშვილი ჰყვება, მან ერთგვარად თავისი სიკვდილი იწინასწარმეტყველა კიდეც.
ედმონდ მინაშვილი: – ყოველთვის საოცარ ლექსებს წერდა. 2005 წელს კი შემდეგი სიტყვები დაწერა:
„ცინკის კუბოსთან, როდესაც მოვა, თვალცრემლიანი მშობელი დედა, ვთხოვ, მწარე ცრემლით ნუ დამიტირებს, რადგან ვაჟკაცი ბრძოლაში კვდება“.
ზუსტად სამ წელიწადში მართლა „ცინკის“ კუბოთი მიუყვანეს დედას გმირი შვილი. ტანსაცმელი რომ გავხადეთ, ჯიბეში სისხლიანი დაკუჭული ქაღალდები ვუპოვეთ, რომელზედაც მისი ლექსები ეწერა. ომის დროსაც, ბოლო წუთებამდე წერდა:
„მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო, დამეთანხმება, მონატრების ვინც იცის ფასი, ვინც შეხვედრია მონატრებას ცრემლით საღამოს და ამ ცრემლებით ავსებული შეუსვამს თასი“ – ეს სიტყვები 2008 წლის 11 აგვისტოს, მიშიკოს გარდაცვალების დღესაა დაწერილი. თარიღი თვითონ ჰქონდა მითითებული.
ასევე დაგაინტერესებთ: ღვარცოფი და მდინარე „ბუბას“ სტიქიური ხასიათი უნიკალურ ფილმში, რომელიც 1930 წელსაა გადაღებული