დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ელგუჯა გუტაშვილი, რომელიც გლოლადაა, იმ დღეს იხსენებს, როდესაც შოვში ღვარცოფი ჩამოწვა. „ფორმულასთან“ ის ჰყვება, რომ სტიქიის დღეს თბილისში იმყოფებოდა, მეორე დღეს კი რაჭისკენ წავიდა. ის თავისი ბიძაშვილის, გელა გუტაშვილის ოჯახის წევრებს ეძებს.
სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა ელგუჯა გუტაშვილის ფოტო, რომელიც სტიქიის მომდევნო დღეებშია გადაღებული.
„თბილისში ვცხოვრობ, ნახალოვკაში. ღამით ძმაკაცები სტუმრად მყავდნენ ბიჭები. შუაღამისას ინტერნეტში ვნახეთ, ასეთი რაღაც ხდებაო, იმათ არ იცოდნენ, რომ აქედან ვიყავი... მეორე დღეს "მარშუტკები" არ მოდიოდნენ, ყველას ეშინოდა. ერთ ტაქსის ვუთხარი არაო, მეორე, მესამე და მეოთხე გავაჩერე და ვუთხარი 200 დოლარს გაძლევ და წამიყვანე-მეთქი. გარისკა და წამოვიდა. ჩამოვედი და ასეთი ამბავი დამხვდა. ამოვედი საღამოსკენ, არ მისული შოვის ხიდთან, მანქანით არ მიგვიშვეს, ფეხით წავედი. ტყე-ტყე ვიარე, ტყის თავს ვეძახით, სათიბია, ერთი ადამიანის ნაკვალევი ვიპოვე, არ ვიცი, ვისი იყო, მეთქი ხომ არავისია... კინაღამ ტყის თავამდე ავედი... იქ რაღაც მეწყერივით იყო, დამიცურდა ფეხი და ჩავვარდი დაბლა, როგორც იქნა ამოვფოფხდი და გადმოვედი და ფეხით ჩამოვედი... გლოლის ბოლოში ვცხოვრობ, ვცხოვრობ რა, ბებიაჩემს და ბაბუაჩემს აქვთ სახლი...
გელა არის ბიძაშვილი, ორი ბავშვი ჰყავს დაკარგული... გელასთან რომ მივედი, რას შვრები გუჯა როგორ ხარო... აქეთ მამშვიდებდა", - ამბობს ელგუჯა გუტაშვილი.