დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
დღეს გავრცელდა ინფორმაცია რაჭის ტრაგედიის დროს დაკარგულ გენო სულთანიშვილზე... გენო გლოლის ფოლკლორული ანსამბლის "ბუბას" წევრია.
"ამ ადამიანზე არავინ არაფერს წერთ! მით უმეტეს ყველა რაჭველმა ფოლკლორის მოყვარულმა იცის ეს პიროვნება, მაგრამ არავის კრინტი არ დაგიძრავთ! არის ანსამბლ "ბუბას" წევრი. უმაგრესი ადამიანი!
ნუთუ მხოლოდ ოჯახის წევრებს გვაკლია მისი ღიმილი და კაცობა-ადამიანობა?
აქამდე არ ვწერდი იმედი მქონდა ვინმე კულტურის წარმომადგენელს ან უბრალოდ ვინმე რაჭველს გაახსენდებოდა გენო ბაბუა! ეხლაც იმიტომ ვპოსტავ, რომ მისი ცოცხლად პოვნის შანსი ამოგვეწურა ოჯახს!
კოტეჯების სასადილოს შეფმზარეული იყო!" - წერს მამუკა ცერცვაძე;
ფოლკლორისტმა გიორგი უშიკიშვილმა სტიქიური უბედურების დროს დაკარგული მომღერლის შესახებ "პრაიმტაიმისგან" შეიტყო;
გიორგი უშიკიშვილი: - ვიცნობდი გენოს, ანსამბლ "ბუბას" ბევრჯერ შევხვედრივარ; გვქონია ჩაწერები, ფოლკლორის ცენტრის ლაურეატები არიან; მათი შემოქმედება ძვირფასია, ისინი ინახავენ ძირძველ ტრადიციებს, მათი რეპერტუარი ტრადიციულია; გლოლაში მუსიკალური კულტურა ძალიან განვითარებულია; ამდენად "ბუბას" შემოქმედება ჩვენი ქვეყნისთვის დიდებულია, რადგან გლოლას ამ ანსამბლმა, ჩვენი ხალხური შემოქმედების ბევრი საინტერესო ნიმუში შემოინახა.
გენო კი ამ ანსამბლში ერთ-ერთი გამორჩეული, კოლორიტული ადამიანი იყო, თავისი საშემსრულებლო მანერით, ხასიათით, მხიარული კაცი იყო;
ძალიან გულდასაწყვეტი ამბავია, არ ვიცოდი, მადლობა რომ გამაგებინეთ;
ასევე დაგაინტერესებთ: ღვარცოფი და მდინარე „ბუბას“ სტიქიური ხასიათი უნიკალურ ფილმში, რომელიც 1930 წელსაა გადაღებული
„ეს რა დილა გამითენე, ჩემო პატარა და დიდგულიანო ბიჭო...“ - რას წერს დაღუპული პოლიციელის და