რატომ იშვილა თემურ თათარაშვილმა დისშვილი

თემურ თათარაშვილი

მომღერალი თემურ თათარაშვილი „რუსთავი 2-ის“ გადაცემაში „სხვა კითხვები“ განმარტავს, რატომ იშვილა დისშვილი.

„თვითონ გადაწყვიტა ასე. ჩემთან გაიზარდა ოჯახში. ერთ მშვენიერ დღეს მითხრა, რომ მე არ მინდა, მამაჩემის გვარი მქონდესო. იმიტომ, რომ შენ გამზარდეო. მამასთან ურთიერთობა არ ჰქონდა. სულ მინდოდა, რომ მამასთან ურთიერთობა ჰქონოდა. ყოფილა შემთხვევა, როდესაც სკოლაში მიუკითხავს მამამისს და უთქვამს, რომ მე ვანიკო არ ვარო. კარგი გვარი აქვს... რომ მითხრა, შენ გვარზე გადამიყვანეო, მე ვუთხარი, რომ რა სისულელეა, მე გადმოვალ შენს გვარზე. მაგრამ, საბოლოოდ დავთანხმდი,“ - ამბობს თემურ თათარაშვილი.