21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
1740078840
რომ ადამიანთა უმრავლესობისთვის დროის მათ გარეშე გატარება თითქმის წარმოუდგენელია. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, დღეს ჩვენს მაყურებელს გავუზიაროთ სპეციალისტების რჩევები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განიტვირთოთ სამსახურის შემდეგ გაჯეტების გარეშე. 1. როგორც ამერიკელი ფსიქოლოგები ამბობენ, კარგი იქნება თუ ციფრებით ხატვას დაიწყებთ. ეს ინოვაციური მეთოდია, რომელიც ადამიანებს უკვე შესრულებული ნახატების შესაბამისი ფერებით გაფორმების საშუალებას აძლევს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ასეთი ნამუშევრები და საღებავები დანომრილია - თქვენ უბრალოდ უნდა გააფერადოთ ისინი. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ხატვა მენტალურ ჯანმრთელობას აუმჯობესებს. ის ადამიანებს შინაგანად განცდილის გამოხატვაში ეხმარება და ამცირებს შფოთვას. 2. ყოველდღიური, დამღლელი რუტინისაგან თავის დაღწევის ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალება - ქსოვაა. მეცნიერების თქმით, ის განმეორებითი ქმედებები, რომლებიც ქსოვას ახასიათებს, სტრესის დონეს საგრძნობლად ამცირებს და დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. სპეციალისტები ქსოვას „ტვინის იოგასაც“ კი უწოდებენ. აშშ-ში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქსოვა შესანიშნავად უმკლავდება ტკივილს, ებრძვის დეპრესიასა და მაღალ არტერიულ წნევას. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ადამიანები, რომლებიც საქსოვი ჩხირით ქსოვენ გონებრივი დარღვევების განვითარებისა და მეხსიერების დაკარგვის ნაკლები რისკის წინაშე დგანან. 3. სამსახურის შემდეგ განტვირთვაში ცეკვაც დაგეხმარებათ. მთავარია თქვენთვის სასურველი მელოდია აარჩიოთ და ბევრი ფიქრის გარეშე აყვეთ. როგორც ბრიტანელი მკვლევრები აღნიშნავენ, რიტმული მოძრაობების დროს ადამიანის ტვინი პრობლემებზე ნაკლებად ფიქრობს. ცეკვის დროს იხსნება კუნთოვანი დაძაბულობა. ის აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლასა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას. 4. ისეთი წარმატებული ადამიანები, როგორებიც ბარაკ ობამა და ბილ გეიტსი არიან თავისუფალ დროს ხშირად მხატვრული ლიტერატურის კითხვაში ატარებენ. უამრავ სარგებელთან ერთად, ფსიქილოგების თქმით, წიგნის კითხვა ფსიქიკას ამშვიდებს და ის დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე. სპეციალისტების თქმით, კარგი იქნება, თუ ძილის წინ ფანტასტიკური ჟანრის ლიტერატურას მიანიჭებთ უპირატესობას. 5. დამღლელ რუტინას თავს დააღწევთ თუ კულინარიით დაკავდებით. სპეციალისტების თქმით, ცხობის დროს ადამიანი უარყოფითი ემოციებისგან მთლიანად თავისუფლდება. ასევე, როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, როცა ადამიანი რაიმეს აცხობს, ამ დროს მას უჩნდება განცდა, რომ რაღაც სასარგებლოს აკეთებს. ეს კი მის თვითშეფასებას საგრძნობლად ზრდის. 6. ასევე, კარგი იქნება, თუ გაჯეტების გამოსხივებას თავს დააღწევთ და გარეთ გაისეირნებთ. სტივ ჯობსი ხშირად ამბობდა, რომ პრობლემების გადაწყვეტაში მას სეირნობა ეხმარებოდა. აშშ-ში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დღეში თუნდაც 15 წუთით ფეხით სიარული გულის მუშაობას აუმჯობესებს. ასევე, დადებითად მოქმედებს განწყობაზე, ტვინის ფუნქციონირებასა და მეხსიერებაზე. 7. სამსახურის შემდეგ განტვირთვაში მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა და სიმღერაც დაგეხმარებათ. ავსტრალიაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სიმღერა და დასარტყამ ინსტრუმენტებზე დაკვრა ადამიანებს უარყოფითი ემოციებისგან თავის დაღწევაში ეხმარებათ.
21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
1740078840