მერე მარტო ვტოვებ ძმებს და უჩუმრად საუბრობენ… - რას წერს ანა ჯაბაური

გიორგი გამსახურდია, ანა ჯაბაური

უკვე წელიწადზე მეტია, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, ცოტნე გამსახურდია საქართველოში, კერძოდ კი წეროვანის სამხედრო სარეაბილიტაციო ცენტრში მკურნალობს. 


როგორც „პრაიმტაიმს“ მისმა მეუღლემ, ანა ჯაბაურმა განუცხადა, ცოტნეს საბოლოო გამოჯანმრთელებამდე ჯერ კიდევ დიდი და რთული გზაა გასავლელი.

სექტემბერში ანამ და ცოტნემ კოვიდი დაამარცხეს.

სამწუხაროდ, განსაცდელი ყოველთვის მარტო არ მოდის. კოვიდით ვიყავით ავად მე და ცოტნე, როდესაც მამაჩემი გარდაიცვალა. ჰოდა, ძალიან ცუდად გავხდი ამხელა სტრესის ფონზე და ჩაფიძეში გადავედით ორივე, სადაც არაჩვეულებრივი გუნდი დაგვხვდა.

მე თვითონაც ექიმი ვარ. გარდა ამისა, წელიწად-ნახევარი თურქეთისა და ევროპის წამყვან კლინიკებში ვიცხოვრე.

საბედნიეროდ, მძიმე დელტა შტამს გადავრჩით თავის დროზე, ომიკრონით დავინფიცირდით, რომელსაც ნაკლებად ახასიათებს გართულებები. ცოტნე კარგადაა. კოვიდის მხრივ. მალე მოერია. ვართ ყოველდღიურ ბრძოლებში წინსვლისთვის, ძველებურად. სამწუხაროდ, დაბრკოლებებიც გვაქვს რეაბილიტაციის გზაზე. მაგალითად, თავის საკუთარ სახლში ვერ ბრუნდება. სასამართლოები, იმედია, მალე დამთავრდება და აღარ შეგვეშლება ხელი,-ამბობდა ანა.

დღეს ანამ სოციალურ ქსელში, გიორგი გამსახურდიასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და ემოციური წარწერაც დაურთო.

„მძიმე სამუშაო დღის შემდეგ მაინც შემოგვირბენს ხოლმე გვიან, როცა თბილისშია. ცოტნე ყოველთვის ელოდება. მერე მარტო ვტოვებ ძმებს და უჩუმრად საუბრობენ…“,- წერს ანა ჯაბაური.