ლოცვა, რომელიც გიორგობის დღესასწაულზე ყველა მორწმუნემ უნდა წარმოთქვას

გიორგობა

 23 ნოემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს – გიორგობას აღნიშნავს. ეს დღე საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული საეკლესიო დღესასწაულია.

მორწმუნეები ამ დღეს წმინდა გიორგის განსაკუთრებული რწმენითა და სასოებით მიმართავენ, შესთხოვენ ჯანმრთელობას, ოჯახის დაცვას, მშვიდობასა და განსაცდელის დაძლევაში შეწევნას.

ლოცვა წმინდა დიდმოწამე გიორგის მიმართ:

„ჰოი, ყოვლადნეტარო, წმიდაო დიდო მოწამეო გიორგი, მიითუალე საგალობელი ესე ქებისა და ღმრთისა მიმართ შუამდგომელობითა შენითა გვიხსენ ჩვენ ყოვლისაგან ბოროტისა, რათა შენ თანა ვღაღადებდეთ: ალილუია, ალილუია, ალილუია.

ტყვეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო, დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის“.

გიორგობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღეა ქართველი მართლმადიდებლებისთვის. წმინდა გიორგის ხსენება საქართველოს ეკლესიაში წელიწადში ორჯერ აღინიშნება – 23 ნოემბერს და 6 მაისს. 

✕