„მოსალოდნელია თოვლი... ტემპერატურა -12 გრადუსამდე დაეცემა“ - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი
1795293887
პრეზიდენტის მხრიდან ჰუმანური აქტის გამოცემა მისასალმებელია, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ განაცხადა.
„საპროტესტო აქციებზე დაკავებულ იმ ადამიანებს, რომლებიც გათავისუფლდნენ, წარმატებას ვუსურვებ. ვინც გათავისუფლებული არ არის, ის ადამიანებიც სჭირდებათ თავიანთ ოჯახებს. ვუსურვებ, რომ საპატიმრო დაწესებულება მალე დატოვონ“, – განაცხადა ფარულავამ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალა. შეწყალება შეეხო 216 საპატიმრო და 16 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს.