''მიმართა ზეწოლის და შანტაჟის უსაზიზღრეს ფორმას!'' - გიორგი გასვიანი მორიგ განცხადებას ავრცელებს

გიორგი გასვიანი

ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი სოციალურ ქსელში მისი ოჯახის მისამართით კიბერ ბულინგის შესახებ წერს და განმარტავს, რომ ვინც ყურადღებით წაიკითხავს, მიხვდება, რომ მისი ოჯახის წინააღმდეგ ცრუ კამპანიაა აგორებული.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„აქ დავწერე 19 პუნქტად რა მოხდა კაფეს წინ! წაიკითხეთ ყურადღებით და მიხვდებით, რომ ჩვენს წინააღმდეგ აგორებული ცრუ კამპანია და ბულინგი უსამართლოა და ყოვლად გაუმართლებელი! (ეს ყველაფერი დამტკიცდება ვიდეოთი, მოწმეებით და კორპუსის კამერის ჩანაწერებით სასამართლოზე!)
 1.არსებობს უტყუარი მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ჩვენ მივედით კაფეში, კაფეში არავინ არ იჯდა !!!!
შევუკვეთე წყალი! არ ვაპირებდით ჭამას, უკვე ვაპირებდით წასვლას!
 2. მოვიდა ახლოს მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში, ეჭირა ძაღლი და იქვე დაიხარა (ჩაიცუცქა), მოუხმო ასევე ქუჩის თეთრ ძაღლს! მარიტას შეეშინდა რომ ხელი არ გაეშვას ძაღლზე ან ამ ორ ძაღლს ჩხუბი არ აეტეხათ!
 3. ვთხოვეთ მიმტანს რომ ეთხოვა ოდნავ მოშორებით ძაღლი გაეყვანა! არავინ არ ჭამდა და არც იჯდა იქ!
ეს ქალი ჩვენ საერთოდ არ გვინახავს, არც კომუნიკაცია გვქონია ამ ქალთან და არც ძაღლიან კაცთან!
მიმტანის მიმართვის შემდეგ ამ უცხოელმა კაცმა მგონი ინგლისურად მიმართა ქალს წავიდეთო.. ჩვენ უკვე ვაპირებდით სასწრაფოდ წასვლას, მარიტას ეშინოდა, მაგრამ ანგარიში უნდა მომეთხოვა და ამიტომ ვუცდიდი მიმტანს!
 4. უეცრად გამოვარდა კაფედან ეს ქალი და დაიწყო უშვერი სიტყვებით გინება მარიტას მისამართით.. ანუ აგინებდა ბავშვიან ქალს რატომ გეშინია ძაღლისო... თავს დაგვესხა სიტყვიერი შეურაცხყოფებით ვინმე ქალი, რომელიც არც კი ვიცოდი რომ ამ ძაღლის პატრონი იყო!
 5. შემდეგ ამ ქალმა მოჰკიდა ძაღლს ხელი და მარიტას და ბავშვს დაუწყო დაშინება და წრეებს გვირტყამდა!
6.მე გამოვიძახე პოლიცია, რადგან შევატყვე, რომ ქალი საერთოდ არ იქცეოდა ადეკვატურად და იმუქრებოდა ძაღლით 
7. ვიდეოები რომელიც ავტვირთე გუშინ პირადად ჩემი გადაღებულია და ჩემი საკუთრებაა.
8. არსებობს ცალკე კორპუსის კამერით გადაღებული და ამოღებული ვიდეომასალა, რომელიც აქვს გამოძიებას და მე არ გამაჩნია! ამ ვიდეოთი დადასტურდება ყველა სიტყვის სიმართლე რასაც ვყვები!
9. ჩვენ არ მივსულვართ არავისთან და არ გვითქვამს ძაღლი გაიყვანეო და არ გვქონია შეხება არავითარი!
10. ქალი ძაღლით გამოეკიდა მარიტას, რომლიც შეშინდა და მაგიდის ირგვლივ ტრიალებდა ძაღლის შიშით, მაგიდას ამოეფარა და ამ დროს ჭიქა წაიქცა და გატყდა... მარიტა შიშისგან კიოდა გაიყვანე ძაღლიო!
11. ბავშვი აიყვანა ჩემმა დეიდაშვილმა და პატარა 6 თვის ჩვილი იყო იმდენად შეშინებული და დაძაბული რომ ძლიერად მიეკრა ჩემს დეიდაშვილს შიშისგან!
12. მარიტა და ბავშვი შევიყვანე კაფეში რათა დაცულად ყოფილიყვნენ, მე გამოვედი ეტლის ასაღებად და ამ დროს დავინახე ქალი რომელიც დაგვიჯდა კაფეს წინ და დაგვცინოდა და გვაგინებდა ძაღლის როგორ გეშინიათ სასაცილოები ხართო! დანარჩენი ვიდეოში გაქვთ ნანახი როგორ ისროლა სკამი!
13. მე ვერ დავინახე რომ ამ დროს მარიტა გამოსული იყო და ჩემგან მარცხნივ იდგა, რადგან ყურადღება ქალზე მქონდა გადატანილი! სკამის სროლის დროს არ ვიცოდი რომ ბავშვი და დედა მედგა მარცხნივ!
ეს მხოლოდ ვიდეოს ნახვის შემდეგ შევნიშნე! შემდეგ ამ ქალმა ხელი მირტყა და მე ვუღებდი ვიდეოს, ვაღიარებინე რომ მესროლა სკამი და ხელი მირტყა ვიდეოს გადაღების დროს!
14. ამის შემდეგ ჩვენ შევედით კაფეში რადგან ძაღლიც ყეფდა და რომ გაეშვათ ხელი პატრონის გამო აღზნებული დაგვგლეჯდა!
15. შეკეტილები ვიყავით კაფეში და შუშის ვიტრინებს ხელებს ურტყამდა და შეურაცხყოფას გვაყენებდა ეს ქალი! შემდეგ სავარაუდოდ პოლიციის შეეშინდა და გაიქცა!
17. ეს ქალი არის ორჯერ ნასამართლევი, ერთხელ ქურდობაზე...
18. მარიტას მაგიდა არ მოუყირავებია და ეს ტყუილია!  
19. არც მე შემიჯანჯღარებია ქალი და ესეც ცილისწამებაა რომელიც დამტკიცდება!
ყველა ნორმალური და ჯანსაღი არამოძალადე ფსიქიკის ადამიანი მიხვდება სწორად ყველაფერს!


P.s მე ძაღლებს ვეფერები და ვაჭმევ ქუჩაში! სახლში გვყავს უსაყვარლესი კატა რობი! მარიტას ძაღლების ბავშვობიდან ეშინია და ეს ბუნებრივი შიშია ყველას აქვს უფლება! არასოდეს ზიზღით და მით უმეტეს ძალადობით არ მიგვიმართავს არცერთ ძღლის პატრონზე და ცხოველზე!
ცალკე საჩივარს მოვამზადებთ, იმაზე რომ ეს ბრალდებული მოძალადე ქალი ეწევა კიბერ ბულინგს, ცრუ ბრალდებებს იგონებს ჩვენს წინააღმდეგ და მიმართა ზეწოლის და შანტაჟის უსაზიზღრეს ფორმას!“,- წერს გიორგი გასვიანი.