არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე, საპატიმროებს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების ფარგლებში დაკავებული გიორგი მინდაძე და ანრი კვარაცხელიაც დატოვებენ

გიორგი მინდაძე და ანრი კვარაცხელია

არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულ პირთა შორის, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების საქმეზე მსჯავრდებულები, გიორგი მინდაძე და ანრი კვარაცხელიაც არიან.

გიორგი მინდაძეს პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ, მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

ანრი კვარაცხელიას კი 4.6 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, მასაც პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ. კერძოდ კი, გდდ-ს თანამშრომლისთვის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალა.

✕