„მოსალოდნელია თოვლი... ტემპერატურა -12 გრადუსამდე დაეცემა“ - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი
1795293887
გუშინ, ერევნიდან ჩამოფრენის შემდეგ, შერემეტიევოს აეროპორტში რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული მოქმედი „კანონიერი ქურდი“, 80 წლის ვალიკო ჯეჯეია, რომელიც კრიმინალურ წრეებში უფრო მეტად „ვალტერის“ სახელით არის ცნობილი. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „Прайм Крайм-ი“ წერს.
სააგენტოს წყაროს ცნობით, ჯეჯეია, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში მონტენეგროში ცხოვრობდა, იძულებული გახდა, ვიზის ვადის ამოწურვის გამო ქვეყანა დაეტოვებინა. სომხეთიდან „ვალტერი“, როგორც რუსეთის მოქალაქე, ორმხრივი პნევმონიით მოსკოვში გადაამისამართეს, სადაც რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების ხელში აღმოჩნდა.
დაკავებისას მან უარი თქვა პასუხის გაცემაზე კითხვაზე, აქვს თუ არა „კანონიერი ქურდის“ სტატუსი.