პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია და მისი მეუღლე, ანა ჯაბაური კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ.
„სამწუხაროდ, განსაცდელი ყოველთვის მარტო არ მოდის. კოვიდით ვიყავით ავად მე და ცოტნე, როდესაც მამაჩემი გარდაიცვალა. ჰოდა, ძალიან ცუდად გავხდი ამხელა სტრესის ფონზე და ჩაფიძეში გადავედით ორივე, სადაც არაჩვეულებრივი გუნდი დაგვხვდა.
მე თვითონაც ექიმი ვარ. გარდა ამისა, წელიწად-ნახევარი თურქეთისა და ევროპის წამყვან კლინიკებში ვიცხოვრე.
საბედნიეროდ, მძიმე დელტა შტამს გადავრჩით თავის დროზე, ომიკრონით დავინფიცირდით, რომელსაც ნაკლებად ახასიათებს გართულებები. ცოტნე კარგადაა. კოვიდის მხრივ. მალე მოერია.
ვართ ყოველდღიურ ბრძოლებში წინსვლისთვის, ძველებურად. სამწუხაროდ, დაბრკოლებებიც გვაქვს რეაბილიტაციის გზაზე. მაგალითად, თავის საკუთარ სახლში ვერ ბრუნდება.
სასამართლოები, იმედია, მალე დამთავრდება და აღარ შეგვეშლება ხელი.
ბოლო დროს მხოლოდ მამაჩემის შესახებ დავწერე პოსტი.
რაც შეეხება ცოტნეს, იმდენად ყოჩაღია, ჩემზე ადვილად გადაიტანა ომიკრონი და ჩემზე ყოჩაღადაცაა“, – ამბობს ანა ჯაბაური „ფორტუნასთან“ საუბრისას.