გიორგი ოკმელაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა

გიორგი ოკმელაშვილი

გიორგი ოკმელაშვილმა საპატიმრო დატოვა. ციხე მან რამდენიმე წუთის წინ დატოვა. ის prezident mixeil ყაველაშვილის მიერ შეწყალებულთა სიაში მოხვდა.

 ოკმელაშვილი 2024 წლის 15 მაისს, საპროტესტო აქციების დროს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. 2025 წლის თებერვალში თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე გლდანის მე-8 დაწესებულება დატოვეს გიორგი მინდაძემ, ანრი კვარაცხელიამ და ნიკოლოზ ჯავახიშვილმაც.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალა.

✕