სიმსივნის 12 სიმპტომი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ
1752432422
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 232 პირი შეიწყალა.
შეწყალება შეეხო 216 საპატიმრო და 16 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს.
"საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს", - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, შეწყალებულთა შორის არის ძალადობრივ აქციაზე დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი. მას ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.