1746733863
"ბედნიერი ვარ ამ ამბით და დიდი სიხარულით გიზიარებთ" - სად მოათავსა შოთა რუსთაველის ბიუსტი იერუსალიმის პატრიარქმა

წმინდა ქალაქ იერუსალიმის და სრულიად პალესტინის, სირიის, არაბეთის, იორდანის, გალილეის კანისა და წმინდა სიონის პატრიარქის - უწმინდესი და უნეტარესი კირ თეოფილოს მესამის სურვილით, დღეს, იერუსალიმის საპატრიარქოში შოთა რუსთაველის ბიუსტი დაიდგა;
ბიუსტის ავტორი მოქანდაკე, ილია ჭავჭავაძის პრემია "საგურამოს" ლაურეატი - გიორგი კიკვაძეა;
შოთას ბიუსტი ქუთაისის საპატიო მოქალაქის, ექიმისა და ქველმოქმედის - მერაბ კვიცარიძის დაფინანსებით დაიდგა. პროექტის ორგანიზატორი და სულის ჩამდგმელი კი, ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელი, ქართული კულტურის ამაგდარი მერაბ მიხაელი გახლავთ.
პროექტის მხარდამჭერია ქართული კულტურის დესპანი ისრაელში - რობერტ ადარი.
მერაბ მიხაელს "პრაიმტაიმის" მკითხველი იცნობს; ის გახლავთ საქართველოში დაბადებული ქართველი ებრაელი, რომელიც არასდროს ივიწყებს და მუდმივად გულში აქვს მშობლიური საქართველო;
რუსთაველის ბიუსტის დადგმის შესახებ სწორედ მან ახარა "პრაიმტაიმს";
მერაბ მიხაელი: თეოფილოს მესამემ შოთას ბიუსტი, იერუსალიმის საპატრიარქოში, დიდი სიყვარულითა და პატივისცემით, თავისთან ახლოს და ქრისტეს ქანდაკების გვერდით მოათავსა;
პატრიარქის კურთხევით, ამ სასიხარულო პროცესს, მხოლოდ მოქანდაკე, მე და მერაბ კვიცარიძე ვესწრებოდით; მე ბედნიერი ვარ ამ ამბით და დიდი სიხარულით გიზიარებთ;
ორი წელი ვმუშაობდი ამ პროექტზე; როგორც ხედავთ, გამოვიდა და ძალიან ბედნიერი ვარ;
ბიუსტი პატრიარქის მიერ გამოყოფილ ადგილას, საპატრიარქოს შესასვლელში, ქრისტეს ქანდაკების გვერდით მოთავსდა;
ვულოცავ ქართველებს დიდი შოთას პატარა ქანდაკების დადგმას იერუსალიმის საპატრიარქოში;
ასევე დაგაინტერესებთ: