„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
1779124967
როდემდე გასტანს არამდგრადი ამინდები - ამის შესახებ სინოპტიკოსი, ხათუნა ქოქოსაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრობს.
„მაისის თვის ტემპერატურა, წინა წლებთან შედარებით ნორმაზე, 1 გრადუსით დაბალია. დასავლეთ საქართველოში, საშუალო ტემპერატურა, +16, +19 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში, +15, +17 გრადუსი.
ცალკეულ დღეებში, შესაძლებელია ტემპერატურის მომატება +29, +32 გრადუსამდე. მთიან რაიონებში, 27 გრადუსამდე.
კვირის ბოლოსკენ, პარასკევი, შაბათი და კვირა იქნება უნალექო ამინდი, ტემპერატურა + 29 გრადუსამდე მოიმატებს.
შავი ზღვის სანაპიროზე კი +27 გრადუსი. ნალექს რაც შეეხება, მთლიანად საქართველოში ნორმის ფარგლებში იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში, საშუალო ტემპერატურა, ქართლში, +16 +17 გრადუსი დაფიქსირდება. კახეთში +16 +17 გრადუსი. მთიან რაიონებში +13, +14 გრადუსი და მაღალმთაში +9, +11 გრადუსი. რაც ნორმის ფარგლებშია და 1 გრადუსით დაბალია.“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ ხათუნა ქოქოსაძე.