დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
ნატო გელაშვილი 51 წლის გახდა. ავტორ-შემსრულებელმა დაბადების დღე შინ აღნიშნა.
დათო ოქიტაშვილი ამღერებული იუბილარისა და ჭოხოების ვიდეოს გვიზიარებს და აღნიშნავს, სახლში დაბადების დღეების გადახდის ტრადიცია ნელ-ნელა ისევ ბრუნდება და უხარია.
დათო ექსკლუზიურად გვიმხელს, რომ ნატოს ვარსკვლავის გახსნისადმი მიძღვნილ საღამოს ლევან წულაძე დადგამს.
დათო ოქიტაშვილი: - რა კარგია, რომ დაბადების დღის შინ აღნიშვნის ტრადიცია ბრუნდება. გუშინ ვისხედით ნატოსთან, თავისუფლად ვსაუბრობდით, ნოსტალგიური განწყობა დაგვეუფლა. იმღერეს, დავტკბით და გადავიღე.
დავგეგმეთ და გეტყვით, რომ ნატოს ვარსკვლავის გახსნას ოქტომბერში ვფიქრობთ. მას საღამო წარმოუდგენია პერფომანსის სტილში. 90-იანი წლების გაცოცხლება სურს, როდესაც თავისი შემოქმედება დაიწყო. ექსკლუზივს გაგიმხელთ: საღამოს დამდგმელი რეჟისორი იქნება ჭოლა.
მაისში გვსურდა კონცერტის გაკეთება, მაგრამ ჭოლამ ისეთი საინტერესო იდეა შემოგვთავაზა, ფიზიკურად ვერ მოესწრებოდა. ჭოლას სურს 90-იანი წლების თბილისის დამახასიათებელი დეტალები შემოიტანოს - 01-ის მარკის ავტომობილი და სხვა. წამყვანი ნატო იქნება და მოჰყვება თავის ისტორიას, თუ როგორ მოვიდა აქამდე.
გეტყვით, ძნელად დასაყოლიებელი ქალია. დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საზოგადოების აზრს, დეტალებს, აუ ესა, ისა... პროფესიონალია და ყველაფერზე ფიქრობს. მე ვუთხარი, შენ არაფერი აღარ გეკითხება, ხალხს უნდა ეს კონცერტი-მეთქი.
გუშინ ნატოსთან ვიხსენებდით, ბორჯომიდან რომ ჩამოვიდა, დიღომში ერთ ოთახიან ბინაში ცხოვრობდა და რა ხდებოდა მასთან, იცით? 20-25 კაცი რომ შეიყრებოდა, არავის წასვლა არ სურდა, დროს ვატარებდით, მერე ზოგს სად ეძინა, ზოგს სად, ზოგსაც როიალის ქვეშ მძინარეს იპოვიდით. მე ეს მახსოვს. მახსოვს, როგორ იქმნებოდა მისი სიმღერები. ნოსტალგიურად გავიხსენეთ ყველაფერი... ის ტკბილი
ხელოვანი ადამიანი, კარგი გაგებით, რთული პიროვნებაა. გულჩვილი ბავშვებივით არიან. ამიტომ მათ თუ ჰპირდები, არ უნდა მოატყუო, გვერდში უნდა დაუდგე. ნატოსთან მუშაობა კომფორტული და რთულია (კარგი გაგებით). მე მაშინ მერიაში კულტურის სამსახურის უფროსი ვიყავი, ყველანაირად ხელს ვუწყობდი. მახსოვს, როგორ ნერვიულობდა პირველ სიმღერაზე. მერე გიო ხუციშვილთან მისი ტანდემი ჩამოყალიბდა... ახლა ზოგჯერ გიოს შვილი, ზუკა უწევს პარტნიორობას, არაჩვეულებრივი ვაჟები ჰყავს. საოცრად მღერიან დედასთან ერთად.
ნატოს გვერდით იქნებიან ის ადამიანები, ვინც მის სიმღერებს მღერის. დიზაინერს თავად აარჩევს. მე ამაში არ ვერევი.
მოკლედ, საინტერესო საღამოს გპირდებით. ნატო თავად მოგვიყვება თავის ისტორიას.