ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
მომღერალი, ნატო გელაშვილი, გიო ხუციშვილის შესახებ საუბრობს.
„სამი ჩემი სულის ნაწილი დავკარგე, რომელიც მერჩივნა ჩემს საკუთარ თავს. ღვთის მოშიში ყოველთვის ვიყავი, მაგრამ ამის შემდეგ უფრო დავახლოვდი უფალთან.
გიოს, რომ ეცოცხლა არ მომცემდა უფლებას, რომ დეპრესიაში ჩავვარდნილიყავი. მამა დავკრძალეთ და ზუსტად 1 თვეში გავიგეთ გიოს ამბავი. ის, როგორც საკუთარი ძმა ისეთი იყო.
გიოს ბოლო კონცერტზე ცრემლებს ვერ ვიკავებდი, როცა მიკროფონი ეჭირა, მივხვდი, რომ ხელს ვერ იჭერდა. სრულიად სხეული ცახცახებდა. მივხვდი, რომ ეს ხელი უნდა დამეჭირა და ვეღარ ვიკავებდი თავს, ვფიქრობდი ყველაფერზე, სიმღერის გარდა“,- ამბობს ნატო გელაშვილი „ფარულ კონვერტში“.