გულის გაგლეჯვამდე მიყვარხარ, მამუ… „დიახ, მე ტაჩილას და ვარ“ - ნატო გელაშვილი გარდაცვლილ ძმაზე

gelashvili

ნატო გელაშვილი სოციალურ ქსელში გარდაცვლილ ძმას დაბადების დღეს ულოცავს.

"13 ივლისს შენ მოევლინე ამ ქვეყანას…

54... 

გილოცავ, ჩემო სულის ნაწილო, იმიერში... გულის გაგლეჯვამდე მიყვარხარ, მამუ… მადლობა უფალს იმისთვის, რომ ღირსი გამხადა შენი დის სახელი ვატარო.

მიყვარს ფრაზა, რომელსაც ამაყად ვამბობდი.. ვამბობ.. და ვიტყვი სიცოცხლის ბოლომდე…
"დიახ, მე ტაჩილას და ვარ" - წერს ავტორ-შემსრულებელი ფეისბუქზე.

მამუკა გელაშვილი 2013 წელს 43 წლის ასაკში გარდაიცვალა. იმ პერიოდში ნატომ დაკარგა მშობლები... სამ წელში, ოჯახის წევრების გარეშე დარჩენილი მუსიკოსი, დეპრესიამ მოიცვა...

როგორც ინტერვიუებში ამბობდა, არ სურდა არაფერი, საწოლიდან წამოდგომაც კი.

ნატო გელაშვილი: მამუკას გარდაცვალების შემდეგ სამყაროსთან კონტაქტი შევწყვიტე. მისი წასვლიდან მთელი ოთხი წელი არსად ვჩანდი. გაღიმება არ შემეძლო. თავს უფლებას არ ვაძლევდი ასეთი ვინმეს ვენახე.

 სიზმრად ხშირად მოდის. როცა სულიერად გაუსაძლისია მონატრება, მესიზმრება. მის არსებობას ვგრძნობ. მე მჯერა, რომ იმ ქვეყნად წასულებთან კავშირი არსებობს. მე მას ვგრძნობ.

 

ასევე დაგაინტერესებთ: "წმინდანს შესთხოვა, თუ განკურნავდა, მის სახელზე საქართველოში ტაძარს ააგებდა. კაცი განიკურნა და სიტყვა აასრულა" - სად არის ნეტარი მატრონას სახელობის ტაძარი

"დავუძახე და ჩავეხუტე... მთელი ღამე დამცინოდა მერე... რამდენი ტკბილი მოგონება დარჩა უშგულში" - გიორგი რატიანს ბიძაშვილი იხსენებს

"ჩხირკედელა იყო სულ. თავისი თავი თვითონ შექმნა; დუტაა რა!" - ნახეთ, რამდენი წლის გახდა მსახიობი