1739342153
ასპინძის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფელ დამალაში კონსულტაცია გაიმართა
![ასპინძის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფელ დამალაში კონსულტაცია გაიმართა. ასპინძის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფელ დამალაში კონსულტაცია გაიმართა.](https://primetime.ge/uploads/files/2025/02/13/111980/aspindzis-munitsipalitetshi-soflis-mkhardacheris-programis-farglebshi-sofel-damalashi-konsultatsia-gaimarta_w_h.jpeg)
აღნიშნულ შეხვედრას ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე, მერის პირველი მოადგილე დავით პაპაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ბერიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კრებაზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებს ეყარა კენჭი.
პროგრამის ძირითადი პრიორიტეტებია - გარე განათების, შიდა გზების, სასმელი და სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების, სკვერების, სპორტული და საბავშვო გასართობი მოედნების, საყრდენი კედლის, მგზავრთა მოსაცდელების მშენებლობა-რეაბილიტაცია და სხვა. აღსანიშნავია, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მოსახლეობას საშუალებას აძლევს თავად გადაწყვიტოს თუ რა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისათვისგამოიყენებს მათი დასახლებისათვის გამოყოფილ თანხას. დასახლებების საერთო კრებები და კონსულტაციები, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ასპინძის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება.