ახალი დეტალები შემზარავი ტრაგედიის ადგილიდან - მიუნხენში, დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა

მიუნხენში ხალხში ავტომობილის შევარდნის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა

გერმანიის ქალაქ მიუნხენში ავტომობილს, რომელიც ხალხში შევარდა, 24 წლის ავღანელი მართავდა. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი გერმანიაში ლტოლვილის სტატუსის მაძიებელია. ის წარსულში არაერთხელ იყო ბრალდებული ნარკოდანაშაულსა და ქურდობაში, თუმცა მას დღემდე არ აძევებდნენ ქვეყნიდან.

დაკავებამდე პოლიციამ რამდენიმე გასროლა განახორციელა მანქანის მიმართულებით, თუმცა უცნობია, დაიჭრა თუ არა ეჭვმიტანილი. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკვე მოითხოვა ავღანელის დაუყოვნებლივ გაძევება ქვეყნიდან.

ცნობისთვის, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის გახსნამდე ერთი დღით ადრე ავტომობილი ქალაქის ცენტრში ხალხში შევარდა. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა პროფკავშირები მიტინგს მართავდნენ. თავდაპირველად 20 დაშავებულის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია, მაგრამ მოგვიანებით მათი რიცხვი 27-მდე გაიზარდა.