1739342153
იმ შემთხვევაში, თუ მტერი დაარტყამს 100 ირანულ ბირთვულ ადგილს, შიდა ექსპერტები მათ დაუყოვნებლივ შეცვლიან 1 000 ახალი ბირთვული ობიექტის აშენებით - ირანის პრეზიდენტი
![ირანის პრეზიდენტი ირანის პრეზიდენტი](https://primetime.ge/uploads/files/2025/02/13/112023/iranis-prezidenti_w_h.jpeg)
იმ შემთხვევაში, თუ მტერი დაარტყამს 100 ირანულ ბირთვულ ადგილს, შიდა ექსპერტები მათ დაუყოვნებლივ შეცვლიან 1 000 ახალი ბირთვული ობიექტის აშენებით, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა.
ფეზეშქიანის თქმით, ქვეყნის მტრებს ირანელების დამცირება სურთ სანქციებით და მუქარებით, მაგრამ ირანელები არ დანებდებიან და გადაჭრიან საკუთარ პრობლემებს.
ირანული მედიის თანახმად, მასუდ ფეზეშქიანმა გააკრიტიკა შეერთებული შტატების წინააღმდეგობრივი მიდგომა ირანის მიმართ და აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირწმუნება, რომ მას სურს მოლაპარაკება ირანთან, მაგრამ ამავე დროს, აწესებს ყველაზე მკაცრ სანქციებს თეირანის წინააღმდეგ.
„ისე არ არის, რომ აშშ თუ დააწესებს სანქციებს ჩვენზე, ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ. გავაგრძელებთ ქვეყნის მართვას საშინაო შესაძლებლობების საფუძველზე“, – განაცხადა მასუდ ფეზეშქიანმა.