პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი უკრაინის რადას დეპუტატის, ლიზა იასკოს მიერ გამოქვეყნებულ სტატუსს ეხმაურება, რომელშიც ის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ წერს.
როგორც ჩერგოლეიშვილი აღნიშნავს, სააკაშვილი ციხემდე რეალობის სრული უარყოფით მივიდა.
„2019 წლის 20 ივნისის შემდეგ აქციებზე სააკაშვილის სახელს ვერ ახსენებდნენ.
უსამართლობად ვთვლიდი, მაგრამ სააკაშვილის მიუღებლობის გამო სანდრაც ვერ ავიდა სცენაზე, მაშინ როდესაც მაკა ჩიჩუა ხალხს მიმართავდა. მე მიმაჩნია, რომ სანდრას გაცილებით მეტი აქვს გაკეთებული ქართველი ხალხისთვის, ვიდრე ნებისმიერ სხვა პირველ ლედის, მაგრამ რეალობა ის იყო, რომ ქუჩაში გამოსული აქტიური ხალხი სააკაშვილს არ იღებდა.
ეს სააკაშვილის გარემოცვამ არაფრის ნიშნად არ ჩათვალა, იმიტომ რომ ბელადისთვის მიუღებელი იქნებოდა ამ სიმართლის თქმა – არაფრით არ უნდოდა შეგნება, რომ ხალხს ის აღარ უნდა და ნორმალური გუნდის გარეშე, ხომ საერთოდ ნულია.
თავად სააკაშვილმა ხომ მთლიანად უარყო რეალობა და მაინც გვტენიდა თავს ერთადერთ მხსნელად!
რეალობის უარყოფის შედეგად მივიდნენ იქამდე, რომ სააკაშვილი რძის პროდუქტების კონტეინერით საქართველოში შემოიპარა.
რეალობის სრული უარყოფით შეიქმნა მოლოდინი, რომ სააკაშვილის გასათავისუფლებლად ხალხი ქუჩაში გამოვიდოდა (მაშინ როცა რეალობა ის იყო, რომ სააკაშვილის სახელი 2019 წელს ქუჩაში შეკრებილ ხალხს შლიდა).
რეალობის სრული უარყოფით მივიდა სააკაშვილი ციხემდე.
თავად უარყო რეალობა! ვინც სიმართლეს იძახდა, რომ სააკაშვილის დრო წავიდა და ის ვერანაირ პროცესს (მით უმეტეს ერთპიროვნულად) ვეღარ გაუძღვება, მოღალატედ შერაცხეს და ახლა, როცა რეალობას შეასკდნენ, ისევ მოღალატეების ძიებაში არიან.
უკრაინელი კნეინას მოსაზრებები წავიკითხე და…“ – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.