ჯარიმა 300 ლარი და მინუს 30 ქულაა - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის
1795427076
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა „ტრამპის მარშრუტის“ მშენებლობის დაწყების შესახებ განაცხადა.
სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, იწყება ყველაზე მასშტაბური ეკონომიკური პროგრამა სომხეთის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. ფაშინიანის განცხადებით, სულ რაღაც ერთი წლის წინ, 2025 წლის 8 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ორგანიზებული ვაშინგტონის სამშვიდობო სამიტი გადამწყვეტი აღმოჩნდა სამხრეთ კავკასიის ტრანსფორმაციისა და დღევანდელი უპრეცედენტო რეალობის განმტკიცების საქმეში.
ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ვაშინგტონის სამშვიდობო სამიტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა, შესაძლოა, „ტრამპის მარშრუტი“ იყოს, რომლის მიზანია სამხრეთ კავკასიაში შეუფერხებელი მულტიმოდალური სატრანზიტო კავშირის შექმნა ქვეყნების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და იურისდიქციის სრულ პატივისცემაზე დაყრდნობით.
ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანის ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დაკავშირების და სომხეთის რესპუბლიკისთვის საერთაშორისო და შიდა კავშირის განვითარებით ორმხრივი სარგებლის მოტანის გარდა, „ტრამპის მარშრუტს“ უზარმაზარი რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობა ექნება, რაც დამატებით სიცოცხლისუნარიანობას შესძენს ტრანსკასპიურ სავაჭრო მარშრუტს და დასავლეთ-აღმოსავლეთის კავშირს.
„მშვიდობის გარდა, პროექტი განსაკუთრებული მნიშვნელობის იქნება სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკური წინსვლისთვის და, შესაბამისად, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სომხეთისთვის უცხოურ ბაზრებზე წვდომის გაზრდას, სომხეთის ბიზნეს გარემოს განვითარებას და ინვესტიციების სტიმულირებას. ის არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება სომხეთის რეგიონებისთვის, განსაკუთრებით სიუნიქის პროვინციის მოსახლეობისთვის, რაც რეგიონს საშუალებას მისცემს, სრულად გამოიყენოს თავისი განვითარების პოტენციალი. „ტრამპის მარშრუტის“ განხორციელება ასევე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების განმტკიცებაში, რადგან ის გაზრდის ჩვენი ქვეყნის სტატუსს და ამით მნიშვნელოვნად გააფართოვებს სომხეთის სტაბილურობითა და უსაფრთხოებით დაინტერესებული მხარეების წრეს. ამაზე მეტყველებს ინვესტორების, პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან სომხეთისა და „ტრამპის მარშრუტის“ მიმართ უზარმაზარი ინტერესი, ასევე ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში ჩართულობის აშკარა სურვილი. მიმდინარე მოვლენები ხაზს უსვამს სომხეთის მთავრობის მშვიდობისა და რეგიონული სტაბილურობის დღის წესრიგის, „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტისა და უფრო აყვავებული და ურთიერთდაკავშირებული სომხეთის ხედვის სიცოცხლისუნარიანობას. დღეს ჩვენს თვალწინ განხორციელებული ინიციატივების უკან დგას სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეების გადამწყვეტი ხმა, რომელთა ხმა ჩვენი მთავრობის საიმედო მხარდაჭერა და ერთადერთი გარანტია. ჩვენი თანამემამულეების მშვიდობიანი და აყვავებული მომავლისკენ მისწრაფებები და სურვილები ჩვენი მთავრობისთვის სახელმძღვანელოა და ყველა ჩვენს ძალისხმევას სომხეთისა და მისი ხალხის განვითარებისთვის ყველაზე ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად წარმართავს“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.