დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
საქართველოს ექსპრეზიდენტის, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის უმცროსი ვაჟი, ნიკა სააკაშვილი მამის შესახებ საუბრობს.
როგორც ნიკა სააკაშვილი ამბობს, სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა მანაც ფეისბუქიდან გაიგო, როგორც ყველამ. მამის დაკავება მოულოდნელი არ ყოფილა. თუმცა არ მოელოდა, რომ პროცესი ამდენ ხანს გაგრძელდებოდა.
„რრაც მოხდა დიდი ცვლილება და ემოცია იყო ჩემთვის. ზოგადად, მიშა ყოველთვის საზღავარგარეთ იყო და მე საქართველოში. ახლა ვნახულობ, მასთან ყოველი საუბრის შემდეგ ვიზრდები ადამიანურად. ჩემი აზრით მიშას ჰქონდა ძალიან წარმატებული პოლიტიკური კარიერა, თავისი მინუსებით და პლუსებით.
ახლა საქართველოზე საერთოდ არ საუბრობს ჩემთან, ჩაუქრა ეს პოლიტიკური ცეცხლი და სხვა რამეებით დაკავდა. ციხეში ნახვა ძალიან რთული აღმოჩნდა. ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი მისი ციხეში ნახვა იყო, ის შუშის იქით იყო და ტელეფონით ვესაუბრე. მერე საავადმყოფოში ვნახე და ჩავეხუტე.
მე ჩემს ცხოვრებაშიც მაქვს სირთულეები,, მაგრამ ოჯახი რომ არ არის კარგად ძალიან დამაზარალა ამან“,- ამბობს ნიკოლოზ სააკაშვილი.