დავით არახამიას, ლიზა იასკოს და ალექსეი გონჩარენკოს დიპლომატიური პასპორტები გაუუქმდათ - მიზეზზე უკრაინული მედია წერს

არახამია

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასობით დიპლომატიური პასპორტი, მათ შორის უკრაინის რადას დეპუტატების ნაწილის დიპლომატიური პასპორტები გააუქმა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

დეპუტატებს, რომლებმაც ოფიციალური მივლინებების შემდეგ დიპლომატიური პასპორტები არ დააბრუნეს, შესაძლოა ეს პასპორტები ჩამოერთვათ. მედია წერს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი გაბრაზებულია იმით, რომ დეპუტატები ომის დროს უცხო ქვეყნებში მოგზაურობენ.

მოგვიანებით Telegram-ზე გამოქვეყნდა იმ დეპუტატთა სია, რომელთა დიპლომატიური პასპორტებიც გაუქმდა. მათ შორის არიან დავით არახამია, ლიზა იასკო, ალექსეი გონჩარენკო და სხვები.