1728846029
სააკაშვილს ტანზე ვინმე აქრობდა სიგარეტის ნამწვებს? - ზაალ ანჯაფარიძე გიორგი მშვენიერაძეს
სააკაშვილმა და მისმა ადვოკატებმა, ძველებმაც და ახლებმაც, მორიგი შეცდომა დაუშვეს, როდესაც დღეს დაიწყეს სააკაშვილსა და მისი რეჟიმის მიერ ნაწამებ სულხან მოლაშვილს შორის პარალელების გავლება. სულ მიკვირს, რომ ამ ქართული საპასპორტო მონაცემების ადამიანებს, საერთოდ არ ესმით ქართველების, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
„საინტერესოა, სააკაშვილს ტანზე ვინმე აქრობდა სიგარეტის ნამწვებს? მან გაიარა ის გოლგოთა რაც მოლაშვილმა?, ახლა რომ დაზარალებულის სტატუსს ითხოვენ მისთვის, რისი არავითარი საფუძველიც არ არსებობს იმის მიხედვით რაც საზოგადოებამ ნახა
ეს კიდევ ერთი შეურაცხყოფაა, ჯერ ერთი მოლაშვილის ხსოვნის, მისი ოჯახის, რეჟიმის ყველა მსხვერპლის და ქართველი საზოგადოების უმრავლესობის,“ - წერს ზაალ ანჯაფარიძე.