ჩვენ ვეთანხმებით საომარი მოქმედებების შეწყვეტის წინადადებას - პუტინი
1741882929
საქაერთველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იძულებით გადაადგილებული პირის სუიციდის ფაქტს ეხმაურება და მედიას აკრიტიკებს.
„გუშინ შემძრა დევნილის, ზურაბ ჭიჭოშვილის ტრაგედიამ, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.მთელი ღამე ვერ დავიძინე და ტელევიზორი სამთავრობო არხებზე გადამერთო. კინაღამ გული ამერია. ისინი ერთხმად იყვნენ დაკავებული გარდაცვლილის დისკრედიტაციით - მას ალკოჰოლიკად და ფსიქოპატად, დანარჩენ დევნილებს კი აფერისტებად აცხადებდნენ. ნუთუ, ვინც ამ რეპორტაჟებს აკეთებს, საერთოდ გული არ აქვს თუ შუშის ლაბორატორიაში ჟურნალისტების რაღაც ახალი ჯიში გამოიყვანეს?!“, - წერს სააკაშვილი სოცქსელში.