1734778532
„უფრო ცუდადაა...“ - რა ინფორმაციას ავრცელებს ადვოკატი სააკაშვილზე
მსჯავრდებული და ბრალდებული ექსპრეზიდენტი ადვოკატმა მოინახულა. შოთა თუთბერიძემ კვლავ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება. უფლებადამცველმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი ცუდად არის, თუთბერიძის თქმით, მდგომარეობა საყურადღებოა და მას ექიმების მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდება.
შოთა თუთბერიძის შემდეგ რუსთავის #12-ე დაწესებულებაში პატიმართან თემურ ჯანაშია შევა.
ასევე, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ინსპექტორის სამსახურისგან ვიდეოკადრების სრულად გასაჯაროებას ითხოვენ. მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, ისინი ასევე მოითხოვენ პარიტეტული წესით შეიქმნას კომისია, რომელიც დაადგენს მესამე პრეზიდენტის წამების შესახებ.
„დღეს ვიმყოფებით გენერალური პროკურატურის წინ იმისათვის, რომ შევიტანოთ განცხადება და მოთხოვნა პროკურატურაში მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე, როგორც არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლის.
პირველ რიგში, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სრული წვდომა გვქონდეს ყველა მასალაზე, რომელიც არსებობს დღეს იმ უწყებაში, რომელიც გამოძიებას აწარმოებს ამ საკითხზე, ეს არის სახელმწიფო ინსპექტორი. ჩვენთან სახელმწიფო ინსპექტორთან გვაქვს გაცვლა-გამოცვლა მასალების, თუმცა არსებობს მასალები, რომელზეც ხელი არ მიგვიწვდება. პირველ რიგში, ეს არის არაჰუმანური და არაადამიანური მოპყრობის, წამების ამსახველი მთელი ვიდეომასალა, სრული მარშრუტი", - განაცხადა გვარამიამ.