ილია თოფურიამ დუმილი დაარღვია - რას წერს UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი
1765801909
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში ადვოკატებმა მოინახულეს.
ადვოკატები ექსპრეზიდენტისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ.
შესაბამისი განცხადება სააკშვილის ინტერესების დამცველებმა გენერალურ პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ შეიტანეს, საქმე ეხება გლდანის #18 დაწესებულებაში პატიმრის შესახლების დროს განვითარებულ მოვლენებს.
„ჩვენ აქ ვიმყოფებით გენერალური პროკურატურის წინ, იმისათვის რომ შევიტანოთ მოთხოვნა პროკურატურაში მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე. სახელმწიფო ინსპექტორს მოვუწოდებთ, გამოაქვეყნოს მის ხელთ არსებული ვიდეო მასალა, რადგან ამასთან დაკავშირებით დაზარალებულ სააკაშვილის თანხმობა არსებობს“, - ამბობს ნიკა გვარამია.