უნგრეთის პრეზიდენტმა პუტინის გადაწყვეტილება მოიწონა

კატალინ ნოვაკი

საშობაო ზავის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას უნგრეთის პრეზიდენტი კატალინ ნოვაკი გამოეხმაურა. მან აღნიშნულს მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯი უწოდა.

„დაე, მართლმადიდებლურ შობაზე გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტა იყოს ნაბიჯი მშვიდობისკენ“, - წერს კატალინ ნოვაკი.

5 იანვარს კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა საშობაოდ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ბრძანება გასცა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კრემლს სურს, შობა ერთგვარ საბაბად გამოიყენოს, რათა ცოტა ხნით მაინც შეაჩეროს უკრაინელი მებრძოლების წინსვლა დონბასში.