ხის გველის წელი ზოდიაქოს 7 ნიშნისთვის გარდამტეხი იქნება
1733805608
"საფრანგეთის, გერმანიისა და აშშ-ის მიერ უკრაინისთვის ახალი შეიარაღების გადაცემის შესახებ განცხადებები აჩვენებს, რომ მოკავშირეების მხრიდან იარაღთან დაკავშირებული ტაბუ წარსულს ჩაბარდა", – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.
„2023 წლის პირველივე კვირა ამას ადასტურებს. ტანკები და ჯავშანმანქანები საფრანგეთისგან, ჯავშანტრანსპორტიორები – Bradley და Marder აშშ-ისა და გერმანიისგან, დამატებითი გერმანული ბატარეა Patriot, საბრძოლო მასალები და მრავალი სხვა. ასევე, დაელოდეთ ახალი ამერიკული პაკეტის გამოცხადებას.
უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და უკრაინის თავდაცვის ძალების შეუპოვარი მუშაობისა და გმირობის მეშვეობით, პრეზიდენტის დიპლომატიურმა გუნდმა შეძლო, დაერწმუნებინა მოკავშირეები, რომ იარაღზე ტაბუს დრო წარსულს ჩაბარდა. ჩვენ გადამწყვეტ ფაზაში შევდივართ. მიზანი შეიძლება, იყოს მხოლოდ ერთი – უკრაინის გამარჯვება. მხოლოდ ასე არის შესაძლებელი მტკიცე და სამართლიანი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ევროპაში“, – წერს კულება.
5 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის სატელეფონო საუბრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ აშშ და გერმანია უკრაინას ქვეითთა საბრძოლო მანქანებს – „ბრედლის“ და „მარდერს“ გადასცემენ. ბერლინი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ასევე გადასცემს საზენიტო კომპლექს AMX-10 RC „პეტრიოტის“ კიდევ ერთ ბატარეას. მანამდე, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინას AMX-10 RC ტიპის ტანკებს გადასცემს.
13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1734030984
Messenger-ს კიდევ ერთი ახალი ფუნქცია დაემატა
1734033334