ჯარიმა 3000 ლარამდე იზრდება - ვინ და რა შემთხვევაში დაჯარიმდება
1727946611
აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოფიციალურად აღიარა, რომ ოკუპირებული ყველა ტერიტორია უკრაინას ეკუთვნოდა. ამის შესახებ Unian-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, რომ აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე პუტინის ინსტრუქციები ქვეყნდება, რომლის მიხედვითაც, ის საოკუპაციო არმიას „ცეცხლის შეწყვეტის“ შესახებ დავალებას აძლევს. დოკუმენტში პუტინი ოფიციალურად აღიარებს, რომ კონტაქტის ხაზის გასწვრივ არსებული ტერიტორია უკრაინის ნაწილია.
„უწმინდესი პატრიარქის კირილის მოწოდებიდან გამომდინარე, ვავალებ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრს, უკრაინაში მხარეებს შორის კონტაქტის მთელ ხაზზე 2023 წლის 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 24:00 საათამდე ცეცხლის გახსნა შეწყვიტოს“, - ნათქვამია დოკუმენტში.