გაყინული იყო... - 25 წლის ახალგაზრდა, რომელსაც 2 კვირა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1737230192
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებში ჩხრეკა ჩაატარა. უწყების ცნობით, კონტრდაზვერვითი ღონისძიებები ჩატარდა ხერსონის, კიროვოჰრადის, დნეპროპეტროვსკის, რივნოს ოლქებში არსებულ ეპარქიებში.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურის განცხადებით, ეკლესიების ტერიტორიებზე ჩხრეკისას აღმოჩენილია კრემლის მხარდამჭერი ლიტერატურა, უკრაინაში აკრძალული პოლიტიკური პარტიების სააგიტაციო მასალები და რუსული სიმბოლიკა.
ამასთან, ხერსონის ოლქში, წმინდა იოანე კრონშტანდტელის ეკლესიაში ნაპოვნია ყოფილი საწყობები საოკუპაციო დაჯგუფებების ქონებით.
უკრაინული სპეცსამსახურების ცნობით, ოკუპანტებმა საწყობები მოაწყვეს ეკლესიის წინამძღვრის, დეკანოზ ანატოლი კორნევის ხელშეწყობით, რომელიც უკრაინული ძალების მიერ ხერსონის გათავისუფლების შემდეგ მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გაიქცა.
რივნოს ოლქში წმინდა სამების მონასტერში კი აღმოჩენილია ვიქტორ მედვედჩუკთან დაკავშირებული გაერთიანების პროპაგანდისტული მასალები.