ყაზახეთის პრეზიდენტმა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დანიშნა

ყაზახეთი

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა პარლამენტის ქვედა პალატა და ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოები დაითხოვა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

გამოცემის ცნობით,  გადაწყვეტილება თოყაევმა „საკონსტიტუციო რეფორმის ლოგიკით“ ახსნა. რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ყაზახეთში 19 მარტს გაიმართება.

2022 წლის იანვარში ყაზახეთში მომხდარი მასობრივი არეულობის შემდეგ ხელისუფლებამ დააანონსა რიგი რეფორმები, რომელიც პარლამენტის როლის გაძლიერებაზე და ქვეყნის დემოკრატიზაციაზე არის მიმართული. შესაბამის საკონსტიტუციო ცვლილებებს მოსახლეობამ 2022 წლის ზაფხულში ჩატარებულ რეფერენდუმზე დაუჭირა მხარი.

2022 წლის ნოემბერში ყაზახეთში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რომელთა ჩატარებაც თოყაევმა საკონსტიტუციო ცვლილებების ფონზე „ნდობის მანდატის განახლების“ აუცილებლობით ახსნა. არჩევნებში თოყაევმა ხმათა 80% მიიღო.