პუტინი ყაზახეთში, „დსთ-ს" ლიდერთა შეხვედრაზე ჩავიდა - მედია

პუტინი ყაზახეთში

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „დსთ“ ლიდერთა შეხვედრაზე ყაზახეთში, ასტანაში ჩავიდა. ამის შესახებ CNN რუსულ მედიაზე დაყრდნობით წერს.

რუსულმა მედიამ გაავრცელა პუტინის ფოტოები, რომელიც შეხვედრის ადგილზე მიდის.  მოლაპარაკებები დაიწყო აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელორუსიის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, რუსეთის, თურქმენეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის ლიდერებს შორის.

ამასთან, ამ კვირის დასაწყისში პუტინი დაესწრო კონფერენციას აზიაში ურთიერთქმედების და ნდობის აღდგენის ღონისძიებების შესახებ (CICA) სამიტს ასტანაში. სამიტზე გამოსვლისას მან თქვა, რომ აზიის სხვა ქვეყნებთან ერთად რუსეთი ცდილობს შექმნას „თანაბარი და განუყოფელი უსაფრთხოების სისტემა, რომელიც დაფუძნებულია გაეროს წესდების საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებზე“. პუტინს საკუთარ გამოსვლაში უკრაინის ომი არ უხსენებია.

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა (დსთ) მოიცავს ცხრა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას. სექტემბერში პუტინმა მოუწოდა ჯგუფს გაერთიანდნენ დასავლეთის წინააღმდეგ და შექმნან „უფრო სამართლიანი მსოფლიო წესრიგი“. პუტინი ამტკიცებდა, რომ დასავლეთის ქვეყნები მათ ტერიტორიაზე კონფლიქტებს აძლიერებდნენ.