ნახეთ მიზეზი, რატომ ატარებენ ახალგაზრდები დიდ დროს აბაზანაში

აბაზანა

რატომ ატარებენ ახალგაზრდები დიდ დროს აბაზანაში? - ეს არის კითხვა, რომელზეც ბევრს სურს პასუხის მიღება.

როგორც აღმოჩნდა, აბაზანა კერძო, დახურულ სივრცეს წარმოადგენს ახალგაზრდებისთვის, სადაც ისინი სიმშვიდის საპოვნელად მიდიან.

კვლევის შედეგად, მონაცემებმა აჩვენა, რომ ადამიანების 43%-ს უყვარდა თავის ჩაკეტვა გარკვეული სიმშვიდისთვის, ხოლო 13-მა პროცენტმა თქვა, რომ ამას აკეთებენ იმისთვის, რომ პარტნიორისგან ცოტა ხანს მოშორებით იყვნენ.

კვლევამ აჩვენა, რომ საშუალო ბრიტანელი კვირაში დაახლოებით საათსა და 54 წუთს ატარებს ტუალეტში, რაც თვეში თითქმის ერთ სამუშაო დღეს შეადგენს.

ასაკობრივი ჯგუფი, რომელიც ყველაზე მეტად სარგებლობს საკუთარი აბაზანით, არის 18-დან 24 წლამდე ასაკის ადამიანი - საშუალოდ კვირაში ორი საათი და 36 წუთი.

ამასთან, მამაკაცებსა და ქალებს შორის განსხვავებაც არსებობს. კაცები კვირაში ორ საათს ატარებენ საპირფარეშოში, ხოლო ქალები 1 საათსა და 42 წუთს.

როგორც ჩანს, ჩვენი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის სარგებელი მოაქვს სააბაზანოში გახანგრძლივებულ ვიზიტებს ცხოვრების წნეხისგან თავის დასაღწევად, თუმცა ზოგიერთმა შეიძლება ვერც კი გააცნობიეროს, რომ ტუალეტს იყენებს შესვენებისთვის.

„ჩვენ ყველას გვჭირდება პრობლემის დაძლევის სტრატეგიები, როდესაც ცხოვრება ხდება გადაჭარბებული და სტრესული“,- ამბობს ფსიქოთერაპევტი.